"ვაჭრობა სხვადასხვა ეკონომიკურ სისტემებს შორის" - კვლევის პრეზენტაცია
2018 წლის 4 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN) გერმანელი მოხალისე ბენედიქტ ბროკოვის ნაშრომის პრეზენტაცია თემაზე: " ვაჭრობა სხვადასხვა ეკონომიკურ სისტემებს შორის" (ევროკავშირსა და ევრაზიულ საბაჟო კავშირს შორის ურთიერთობის, რისკების, უპირატესობებისა და ინსტრუმენტების განხილვა საქართველოსთან მიმართებაში).
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი გუგული მაღრაძე. ასევე ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორებმა.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც სტუმრებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და მისცეს რეკომენდაციები ახალგაზრდა მკვლევარს.