გაერო-ს ბრძოლა გაერო-ს დროშის ქვეშ განხორციელებული სექსუალური ექსპლოატაციისა და ზეწოლის აღსაკვეთად
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN) აქვეყნებს ანი რუფის კვლევას "გაერო-ს ბრძოლა გაერო-ს დროშის ქვეშ განხორციელებული სექსუალური ექსპლოატაციისა და ზეწოლის აღსაკვეთად". ქ-ნი ანი რუფი, რომელიც ევროპული და საერთაშორისო სამართლის მაგისტრია, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის მოხალისედ მუშაობს. აღნიშნულ თემაზე მან კვლევა ჩაატარა 2017 წლის თებერვალი-მარტის განმავლობაში.