საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოებათა წარმომადგენლების დისკუსია კონფლიქტის პრევენციაზე
20-21 მაისს, თბილისში, სასტუმრო ვერე პალასში, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოებათა წარმომადგენლებმა ისაუბრეს კონფლიქტების პრევენციაზე სამხრეთ კავკასიაში. შეხვედრას უმასპინძლა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა. რეგიონის წარმომადგენელმა მონაწილეებმა განიხილეს არსებული გამოწვევები, პერსპექტივები და შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიაში კონკურენტი ინტეგრაციული პროექტების პირობებში.