კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

ექსპერტთა დისკუსია კაჭრეთში

ექსპერტთა დისკუსია სასტუმროში
ექსპერტთა დისკუსია სასტუმროში "ამბასადორი", კაჭრეთი

2018 წლის 3-4 მაისს, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა კაჭრეთში სასტუმროში "ამბასადორი" ექსპერტთა დისკუსია გამართა. საკითხი ეხებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის მოახლოვებულ 10 წლისთავს და სამშვიდობო პროცესს, რომელიც მოიცავს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და აბაშიძე-კარასინის (პრაღის) ფორმატებს. შეხვედრაზე მოხდა აღნიშნული ორი ფორმატის განხილვა, არსებული გამოწვევების და შესაძლებლობების გამოკვეთა და რეკომენდაციების შემუშავება ხელისუფლებისა და დაინტერესებული პარტნიორებისთვის წარსადგენად.

ღონისძიება განხორციელდა პროექტის "რუსულ-ქართული დიალოგის" ფარგლებში, რომელსაც შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი.

კი ევროპას! Yes to Europe!

არა რუსულ კანონს! No to russian law!