კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

რუსეთი – საქართველო: ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები

რუსეთი – საქართველო: ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები

თბილისი, 2014

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭო

თქვენ წინაშეა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის მიერ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების შესახებ სტამბულის პროცესის ფარგლებში გამოცემული მორიგი პუბლიკაცია.

სტამბულის პროცესის ფუძემდებელი და განმახორციელებელი ცხოვრების უკანასკნელ დღეებამდე პროფესორი გიორგი ხუციშვილი გახლდათ. პირველი წიგნი, სახელწოდებით „რუსეთი–საქართველო: კრიზისიდან გამოსვლის გზები“, 2010 წელს გამოვიდა, ხოლო მომდევნო ორი გამოცემა – სამუშაო რვეული საქართველო–რუსეთის ურთიერთობების განვითარების ახალ გზებზე და წინამდებარე ანალიტიკურ სტატიათა კრებული, რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოსთან თანამშრომლობით – შესაბამისად, 2014 წლის მარტში და სექტემბერში გამოქვეყნდა. „სტამბულის პროცესის” სახელით ცნობილი საქართველო-რუსეთის საექსპერტო დიალოგი ინიცირებულია ICCN-ის მიერ 2008 წლის ნოემბერში, შეიარაღებული კონფლიქტების თავიდან აცილების გლობალური პარტნიორობის (GPPAC) საერთაშორისო ქსელის თანადგომით და ფინანსური მხარდაჭერით და გახლავთ უპრეცედენტო თავისი ხანგრძლივობის თვალსაზრისით.

2013 წ. პროფესორ გიორგი ხუციშვილის ინიციატივით და შვეიცარიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო ICCN -ის ახალი „საქართველო-რუსეთის დიალოგის ხელშეწყობის” პროგრამა, რომლის მიზანია ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა და განვითარება. „სტამბულის პროცესის” საექსპერტო დიალოგი არის ამ პროგრამის ძირითადი მიმართულება. ახალი პროგრამის ფარგლებში საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლობის ფორმატში ICCN-ის პარტნიორი გახდა რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭო (РСМД). ამ ორი ორგანიზაციის თანამშრომლობის შედეგი წარმოდგენილი პუბლიკაციის გარდა, 2014 წლის აპრილში გამოცემული ერთობლივი სამუშაო რვეულია, სახელწოდებით: „რუსულ- ქართული ურთიერთობები: განვითარების ახალი გზების ძიებაში”.

დოკუმენტის ჩამოტვირთვა

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"