3e883cee-80c7-4c01-82fe-dd7763d1cf52
cooltext209862574333554
1920x1080-white-solid-color-background

SUPER –T, ჩაღრმავებული, ინტენსიური ტრენინგი ტრენერთათვის 

1920x1080-white-solid-color-background
0000001

ამა წლის 4 დან -22 ივნისამდე ICCN –ის თანამშრომლებმა ნანა ბერეკაშვილმა და რუსუდან გოცირიძემ მონაწილეობა მიიღეს შუპერ-თ ტრენინგში ტრენერთათვის, რომელსაც ატარებდა ფილადელფიაში (აშშ) მდებარე ორგანიზაცია Training for Change.

Super-T შეიძლება აღვწეროთ, როგორც უაღრესად ინტენსიური, დამღლელი, მაგრამ ეფექტური და პიროვნულ და ჯგუფურ ზრდაზე და ცვლილებაზე ორიენტირებული ტრენინგ-თავგადასავალი.

მთელი Super-T შედგებოდა 4 სხვადასხვა ტრენინგისგან:

სოციალური აქტივობის ტრენინგი, ფასილიტაცია; თავგადასავალზე დაფუძნებული სწავლება; სახელდახელო დიზაინი და სოციალური აქტივობის ტრენინგის მეორე ფაზა. სასწავლო დრო, რომელიც მთელს ამ პროცესს დასჭირდა 100 სატრენინგო საათს მოიცავდა.

Super-T ში მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი მოძრაობების აქტივისტები, ტრენერები, მასწავლებლები და ორგანიზატორები, აშშ-დან, ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, ტაილანდიდან, საქართველოდან, ტანზანიიდან, კანადიდან, პერუდან. საერთო ჯამში ალბათ 30-მა ადამიანმა გაიარა ესა თუ ის ტრენინგი ჩვენთან ერთად.

Training for Change -ის ხელმძღვანელი არის დენიელ ჰანტერი, მისი მოადგილე, და თანა დირექტორი ნიკო ამადორი. ორგანიზაცია 1992 წლიდან არსებობს. მას საფუძველი ჩაუყარა ჯონ ლეკიმ. Oორგანიზაციას თავიუფალი სტრუქტურა აქვს. მასში მოიაზრებიან გარდა დირექტორებისა ე.წ. უხუცესები, ფასილიტატორები, ასოცირებული წევრები. ეს ადამიანები ამერიკის (და არა მარტო) სხვადახვა ადილებში მოღვაწეობენ და სატრენინგო საჭიროების შემთვევაში ერთიანდებიან გუნდებად. მათი მუშაობის გეოგრაფია მთელი მსოფლიოა.

 

Training for Change -ის მიდგომაა პირდაპირი განათლება (დირეცტ ედუცატიონ). პირდაპირი განათლება ნიშნავს განათლებას, რომელიც პირდაპირ უპირისპირდება უსამართლობის არსებულ სისტემას, რაშიც მოიაზრებენ ტრადიციული სწავლების მეთოდებსაც. პირდაპირი სწავლების მიხედვით ექსპერტიზა მხოლოდ წიგნებში და მასწავლებლებში კი არ არის, არამედ ჩვეულებრივი ადამიანებში. ეს არის სწავლება თავისუფლებაზე და გაძლიერებაზე.

პირდაპირი განათლების ჩარჩოებში TFC იყენებს ორიგინალურ კონცეფტუალურ ელემენტებს რომელთა შორისაა: სახელდახელო დიზაინი; ტრენინგი, როგორც ლაბორატორია; სწავლის განსხვავებული სტილების გათვალიწინება; სწავლა, როგორც რისკის აღება.