3e883cee-80c7-4c01-82fe-dd7763d1cf52
cooltext209862574333554
1920x1080-white-solid-color-background
ICCN ენგურის ხიდთან "მშვიდობის ქართულ–აფხაზური სახლის" დაარსების ინიციატივით გამოდის
1920x1080-white-solid-color-background
6eb4b1a8ed68214ae7a4c86692674e4d_xl

კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN) და კავშირი - "ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახები" ნდობის შენების, სახალხო დიპლომატიის და ურთიერთსაჭიროებებზე მორგებული ახალი ინიციატივით გამოდიან.   შესაბამისი პროექტი კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრმა კავშირტან _ "ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახები" _ ერთად შეიმუშავა. პროექტის მიხედვით, მდ. ენგურის ხიდზე მდებარე ადმინისტრაციული საზღვრის გამშვებ პუნქტთან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა შეიქმნას თავისუფალი სივრცე, სადაც "მშვიდობის ქართულ–აფხაზური სახლი" დაარსდება.   როგორც დგეს გამართულ პრესკონფერენციაზე

კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია კაციტაძემ განაცხადა, "მშვიდობის ქართულ–აფხაზური სახლი" მდინარე ენგურის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიწყებს ფუნქციონირებას.   პროექტის მიხედვით, "მშვიდობის ქართულ–აფხაზური სახლი" მოქალაქეთა საჭიროებებზე იქნება მორგებული და როგორც ქართული, ისე აფხაზური და სხვა ეროვნების მოქალაქეებს, რომლებიც გამშვები პუნქტით სარგებლობენ მათთვის საჭირო სერვისებს შესთავაზებს.  

 

კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი მიიჩნევს, რომ მშვიდობის მშენებლობაში საზოგადოების როლი ყოველთვის გადამწყვეტი იყო და ახლაც სწორედ საზოგადოებამ, სამოქალაქო სექტორმა უნდა აიღოს ყველა ის ინიციატივა რასაც ხელისუფლება და მთავრობები სახალხო დიპლომატიის გამოყენების გარეშე ნდობისა და მშვიდობის მშენებლობისათვის ვერ განახორციელებს.   ამ მიზნით, კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი და კავშირი - "ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახები" მოლაპარაკებებს და შეხვედრებს იწყებენ საზოგადოებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორებთან და დიპლომატიურ კორპუსთან მშვიდობის და ნდობის მშენებლობის შესახებ იდეის მხარდასაჭერად.   2008 წლიდან დღემდე ამ მიმართულებით კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN) არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. მათ შორის იყო ICCN-ის ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური ახალგაზრდული დიალოგის და ქართულს–რუსული საექსპერტო დიალოგის პროექტები, რომლის ფარგლებშიც არაერთი საინტერესო შეხვედრა

შედგა.   "დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახალხო დიპლომატიას შესწევს უნარი ახალ საფეხურზე გადასვლისა, რაც თვისობრივად სხვა სახის პროექტების განხორციელებითაა შესაძლებელი"-ანაცხადა კავშირი - "ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახები" ტავმჯდომარემ რეზო ბენდელიანმა.   კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი საქართველოში 1994 წლიდან ფუნქციონირებს და მისი ამოცანაა

კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობიანი გზით გადაჭრის პირობების გაუმჯობესება, ასევე არაძალადობრივი მიდგომების შემუშავება და გატარება.