სტუმრად რადიო თავისუფლების ეთერში - " ქალების გაძლიერება"

gallery/mm

"გენდერული ამბების" დღევანდელ გამოშვებაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა გაძლიერდნენ ქალები პროფესიულად და ეკონომიკურად; რა შანსს აძლევს მათ „ქალთა ოთახები“; როგორია ქალებისა და გოგონების არჩევანი ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში და რას ჰპირდება მათ სახელმწიფო.   გადაცემის სტუმრები არიან: მაია კაციტაძე - კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და ბელა ოსიპოვა - სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი. გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში. 

gallery/1920x1080-white-solid-color-background
gallery/1920x1080-white-solid-color-background

სტუმრად რადიო თავისუფლების ეთერში - "ქალთა ოთახი"

gallery/2e79051f535b06583dfeaa47b4b5b74c_xl

2 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი მაია კაციტაძე.   რამდენიმე თვეა, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება პროექტი „ქალთა ოთახი“ და მისი მთავარი მიმართულებაა ქალებისა და გოგონების პროფესიული და ეკონომიკური გაძლიერებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა. პროგრამას ახორციელებს კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი პარტნიორებთან ერთად. 

სამცხე–ჯავახეთში ახალი მუნიციპალური სერვისი – „ქალთა ოთახი“ გაიხსენება 

gallery/346cfc4cda7a853e9a165b7df6f7b442_xl

კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის პროგრამის - "ჰორიზონტის გაფართოება", "გაუმჯობესებული არჩევანი ქალებისა და გოგონების პროფესიული და ეკონომიკური განვითარებისთვის", ფარგლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ახალი მუნიციპალური სერვისი – "ქალთა ოთახი" გაიხსნება. ორგანიზატორების ცნობით, "ქალთა ოთახი"-ს მიზანია, ქალებისთვის ინფორმაციისა და სერვისების მიწოდება, ქალთა ცნობიერების ამაღლების მხარდაჭრა და აგრეთვე, ქალთა მონაწილეობის გაზრდა სათემო და მუნიციპალურ დონეებზე გადაწყვეტილებების მიღებაში.   "ქალთა ოთახის" მთავარი ფუნქციაა მუნიციპალიტეტში მისული ქალის დახმარება და მისთვის კონსულტაციის გაწევა სხვადასხვა მუნიციპალური სერვისის შესახებ.   დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია, სასურველი ინფორმაცია მიიღოს ქალთა ოთახში არსებული ბიბლიოთეკისა და ინტერნეტის გამოყენებით. ოთახში ასევე მოწყობილია ბავშვთა კუთხე, რომელიც ქალს ხელს უწყობს, საჭირო ინფორმაციის მიღების პარალელურად უზრუნველყოს ბავშვის გართობაც. ამასთანავე, ქალთა ოთახი საშუალებას აძლევს, სხვადასხვა არასამთავრობო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, გამოიყენონ არსებული სივრცე შეხვედრების მოსაწყობად, რაც თავის მხრივ, ქმნის დამატებით სარგებელს ქალთა ოთახის ვიზიტორებისთვის ინფორმაციისა და სხვადასხვა იდეების გაზიარების კუთხით" – აღნიშნავს ლალი ყიფშიძე, პროგრამის დირექტორი.   "ქალთა ოთახის" გახსნის საზეიმო ცერემონიალს დაესწრებიან აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები, აგრეთვე,საქართველოს მთავრობის რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლები. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და სახალხო დამცველი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან, ადგილობრივად მომუშავე საერთაშორისო ან/და არასამთვრობო ორგანიზაციები, ფონდები და სხვა დაინტერესებული მხარეები.   პროგრამა დაიწყო 2014 წლის აპრილიდან და ხორციელდება ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის 13 მუნიციპალიტეტში. მისი მთავარი მიმართულებაა ქალებისა და გოგონების პროფესიული და ეკონომიკური გაძლიერებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, დღესდღეობით არსებული ბარიერების გადალახვა, რათა მათ ჰქონდეთ გაუმჯობესებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა როგორც საგანმანათლებლო, ასევე პროფესიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით. პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მიერ (USAID) და ხორციელდება კონფლიქტების და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN) მიერ, მერსი ქორფსთან (Mercy Corps) პარტნიორობით. - 

 

 

  გამოქვეყნდა: 

   www.info9.ge   www.kvira.ge   www.ghn.ge   www.medianews.ge 

gallery/4c5025fc27e21ebeebad07703ddb77e0_xl
gallery/6eb4b1a8ed68214ae7a4c86692674e4d_xl
gallery/85ca514f9886a96d3c067f991afcb736_xl
gallery/1c50d52dbe9254e500a5390a4a3fecb7_xl
gallery/617a2776f20d4e817afffbdbb257cffa_xl
gallery/878af4972e07916863ae909a162bf74b_xl
gallery/7c8a032eb1fd580d4ed0e1065f1e3688_xl
gallery/0776cd174c6a8feb115a5ad1770aa06a_xl
gallery/4feb08b32fc2bca59f9db42b69cd4022_xl
gallery/2660be2b2df02c41fc17abdbfc676d66_xl
gallery/3c484c65a2d021a349aae5bdf03a26b7_xl
gallery/d37b40f764b14a89e2058a44f05a96b6_xl
gallery/949f13c1df30a468b76afab5b994011b_xl
gallery/2cf20e200ca2c770a044a65b100b0636_xl
gallery/b7776ccd86677e084c73066d56234a62_xl
gallery/389b1419d386024814b9710bfcb9f5a1_xl

რამაზ საყვარელიძე გიორგი ხუციშვილის კონფლიქტოლოგიაზე

31 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი. მან ილაპარაკა გამოჩენილ ქართველ კონფლიქტოლოგ გიორგი ხუციშვილზე - მის ნააზრევსა და მის მიერ წამოწყებულ მნიშვნელოვან პროცესებზე. საუბარი შეეხო გიორგი ხუციშვილის გამოქვეყნებული და გამოუქვეყნებელი ანალიტიკური სტატიების, მასთან ინტერვიუების კრებულს - "როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები". ორტომეულში შესულია 1991-2013 წლებით დათარიღებული ტექსტები: „ერთი სიტყვით და ერთი ნაბიჯით გამოსავალი არ არსებობს. ამას სჭირდება პროცესები, სწორი გათვლა. რუსებმა, პრაქტიკულად, ამ ეტაპზე მოგვიგეს, მაგრამ თამაში არ დამთავრებულა, თამაში გრძელდება. შემდეგი ეტაპი ჩვენ უნდა მოვიგოთ. ამისათვის რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი. ამ წუთში ხელისუფლება უმართებულო სურათის ტყვეობაშია. რუსეთი დღეს ომს ელოდება. ომი კი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან სწორედ ეს არის ის კოზირი, რითაც რუსეთი საბოლოოდ მთელ თამაშს იგებს საქართველოს დასამარცხებლად“

gallery/cms-image-000036276