3e883cee-80c7-4c01-82fe-dd7763d1cf52
cooltext209862574333554
1920x1080-white-solid-color-background
3 წლის გიორგი მიქიანი გერმანიიდან სამშობლოში ჯანმრთელი გულით დაბრუნდა
1920x1080-white-solid-color-background
77df7a7d1a333dea87cc5a7a24bfa2c8_xl

გიორგი მიქიანს გერმანიაში გულზე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციის ღირებულება - 40.000 ევრო გერმანიაში მოღვაწე ქართველი ქალბატონის დახმარებით შეგროვდა. ბავშვის და დედის გერმანიაში გასამგზავრებელი თანხის შესაკრებად კი, ფონდის "იმედის ხელი" და დმანისის მუნიციპალიტეტის "ქალთა ოთახის" ორგანიზებით, დმანისში საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა. შეგროვილი თანხა – 12.000 ლარი, გიორგის ოჯახს გადაეცა.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: დმანისის მუნიციპალიტეტის "ქალთა ოთახი" და საქველმოქმედო ფონდი "იმედის ხელი". "ალიანსები ქვემო ქართლი" პროგრამის ფარგლებში, აქციის ფინანსური მხარდამჭერი იყო კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN). კერძოდ, ICCN-მა აქციისთვის მოსაწვევებისა და ფლაერების ბეჭდვა და კონცერტის მონაწილეთა ხარჯები აანაზღაურა.

გიორგი მიქიანი, გულზე ქირურგიული ჩარევისთვის, გერმანიაში დედასთან ერთად გაემგზავრა და რამდენიმე დღის წინ საქართველოში დაბრუნდა.