3e883cee-80c7-4c01-82fe-dd7763d1cf52
cooltext209862574333554
1920x1080-white-solid-color-background
3 წლის გიორგი მიქიანის დასახმარებლად ჩატარებული საქველმოქმედო აქცია
1920x1080-white-solid-color-background
16e33b8fd7ad7ca58b03c6bbca1f0b81_xl

3 წლის გიორგი მიქიანის დასახმარებლად დმანისის კულტურის ცენტში  ჩატარებულ საქველმოქმედო აქცია–კონცერტზე 4 191 ლარი შეგროვდა.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: დმანისის მუნიციპალიტეტის "ქალთა ოთახი&" და საქველმოქმედო ფონდი „იმედის ხელი&". "ალიანსები ქვემო ქართლი" პროგრამის ფარგლებში, აქციის ფინანსური მხარდამჭერი იყო კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN). კერძოდ, ICCN-მა აქციისთვის მოსაწვევებისა და ფლაერების ბეჭდვა და კონცერტის მონაწილეთა ხარჯები აანაზღაურა.

გიორგი მიქიანი, გულზე ოპერაციის გასაკეთებლად, 19 აპრილს დედასთან ერთად გერმანიაში გაემგზავრება. ოპერაციისთვის საჭირო სახსრები გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა ქალბატონმა გაიღო, საჭირო იყო მშობლის მგზავრობისთვის თანხის მოძიება, რისთვისაც საქველმოქმედო აქცია დაიგეგმა, საქართველოს ბანკში კი, სპეციალური ანგარიში გაიხსნა.

აქცია–კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა მომღერლებმა, რომლებიც დმანისში თბილისიდან ჩავიდნენ.

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის გოგა ბარბაქაძის განცხადებით, რომ არა "ალიანსები ქვემო ქართლის" მხარდაჭერა ღონისძიება არ შედგებოდა.