3e883cee-80c7-4c01-82fe-dd7763d1cf52
cooltext209862574333554
1920x1080-white-solid-color-background

ჰორიზონტის გაფართოება: გაუმჯობესებული არჩევანი ქალთა და გოგონათა პროფესიული და ეკონომიკური განვითარებისათვის 

1920x1080-white-solid-color-background
f3051eb70b962b646ad926757115bce0_xl

პროგრამა ხორციელდება კონფლიქტებისა დამ ოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს- USAID – ის მხარდაჭერით, არასამთავრობოორგანიზაცია "მერსიქორფსთან" პარტნიორობით.პროგრამის ხანგრძლივობაა 28 თვე და მისი განხორციელება დაიწყო 2014 წლის 1 აპრილიდან.

 

პროგრამამ ქალებისა და გოგონებისათვის ახალი პროფესიული და ეკონომიკური შესაძლებლობები უნდა შექმნას მათთვის აზროვნების ჰორიზონტის გაფართოებისა და გამოხატვის შესაძლებლობების, ინფორმაციისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მეშვეობით. ამ პროგრამის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციები "კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითიცენტრი" (ICCN) და "მერსი ქორფსი"(MC) ურთიერთპარტნიორობით სამცხე–ჯავახეთისა და ქვემო ქართლის 13-ვე მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრები ქალებისა და გოგონებისათვის ქმნიან განვითარებისათვის საჭირო შესაძლებლობებს, ხელს უწყობენ ახალ, სტერეოტიპებისგან თავისუფალ პროფესიულ არჩევანს.

 

პროგრამა შედგება 3 ძირითადი კომპონენტისგან:

 

  • "ქალთა ოთახი" - ახალი მუნიციპალური სერვისი, რომელიც ქალებს გაუმარტივებსინფორმაციასა და სხვადასხვა სერვისებზე წვდომას და ხელს შეუწყობს გენდერული ცნობიერების ამაღლებას.

 

  • განათლების, კარიერისა და შესაძლებლობების ფონდი - ხელს შეუწყობს ქალებისა და გოგონების კარიერისა და განათლების შესაძლებლობების მხარდაჭერას; ასევე, კავშირების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას შესაძლებლობათა ადგილობრივ მაძიებლებსა და ბიზნესებს, უნივერსიტეტებს, პროფესიული მომზადების ცენტრებსა და ადგილობრივ სკოლებს შორის.

 

  • განათლება და სკოლები - შერჩეული პედაგოგებისთვის ჩატარდება სპეციალური ტრენინგები გენდერული თანასწორობისა და გოგონათა გაძლიერების პროგრამით. კომპონენტი ხელს შეუწყობს სკოლებში თემატური გაკვეთილების, ფაკულტატური მეცადინეობების, ინტერაქტიული სავარჯიშოებისა და როლური თამაშების ორგანიზებას. მოხდება მშობლების აქტიურად ჩართვა ბავშვების მიერ მომზადებულ მცირე პროექტებში, დისკუსიებში, ფილმების პრეზენტაციებში, ა.შ.

 

პროგრამა 13-ვე მუნიციპალიტეტში ადგილობრივად თანამშრომლობს შემდეგ დაინტერესებულ მხარეებთან:  

  • თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოები: საკრებულოები და გამგეობები

  •   საგანმანათლებლო რესურს-ცენტრები; 

  •   სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები;

  •   ადგილობრივი ბიზნეს ორგანიზაციები.