3e883cee-80c7-4c01-82fe-dd7763d1cf52
cooltext209862574333554
1920x1080-white-solid-color-background

„ძალა ჩვენშია“

1920x1080-white-solid-color-background
01

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა (ICCN), გერმანული ფონდის Brot Fuer die Welt-EED პროგრამის "ძალა ჩვენშია - განვითარება მშვიდობის, მრავალფეროვნების ეფექტურად მართვისა და გენდერული თანასწორობისათვის" ფარგლებში, საქართველოს სამ რეგიონში ტრენინგების პირველი ეტაპი დაასრულა.

პროგრამა მოიცავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სამეგრელოსა და შიდა–ქართლს და სამცხე-ჯავახეთს.

"ძალა ჩვენშია" ითვალისწინებს ლიდერების ქსელის შექმნას და ახალგაზრდების გააქტიურებას მათ ირგვლივ არსებული გარემოს შესაცვლელად, რათა ის უფრო თავისუფალი, ღია და პლურალისტური გახდეს,

პროგრამის სამიზნე ჯგუფები ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც ღია კონკურსის გზით შეირჩნენ.

ტრენინგები აპრილში, მაისსა და ივნისში, სამ ეტაპად – გორში, ზუგდიდსა და ახალციხეში გაიმართა.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან მუშაობა სამი მიმართულებით წარიმართა – მშვიდობის მშენებლობა, მრავალფეროვნების ეფექტურად მართვა და გენდერული თანასწორობა. სატრენინგო მოდულები საბაზისო კვლევის საფუძველზე მომზადდა.

პროგრამა მხარს დაუჭერს და წაახალისებს იმ ახალგაზრდულ ინიციატივებს, რომელიც სამივე სამიზნე რეგიონს ერთმანეთთან დააკავშირებს.  

პროგრამა ითვალისწინებს რეგიონებში მედიამონიტორინგის განხორციელებას. ამ მიზნით, ტრენინგის მონაწილე მედიის წარმომადგენლებისგან მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება. ჯგუფი შეიმუშავებს სპეციალურ მეთოდოლოგიას, რომლის კვლევის საგანი ტოლერანტობის, კონფლიქტებისა და გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით მედიაგარემო იქნება. ამ ჯგუფის მუშაობის შედეგად მომზადდება მედიამონიტორინგის ანგარიში.

ტრენინგი გორიდან, ზუგდიდიდან და ახალციხიდან მედიის 17–მა წამომადგენელმა და სამოქალაქო საზოგადოების 26–მა წარმომადგენელმა გაიარა. მათგან საუკეთესო მონაწილეები ტრენერებად შეირჩევიან და სწავლების სპეციალურ კურსს გაივლიან, მიღებული ცოდნის საკუთარ რეგიონებში გავრცელების მიზნით.

ტრენინგების კურსის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები ICCN–ის დირექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუციშვილმა გადასცა.