3e883cee-80c7-4c01-82fe-dd7763d1cf52
cooltext209862574333554
1920x1080-white-solid-color-background

ძალა ჩვენშია - განვითარება მშვიდობის, მრავალფეროვნების ეფექტურად მართვისა და გენდერული თანასწორობისათვის 

1920x1080-white-solid-color-background
0000001

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი(ICCN) იწყებს ახალი პროგრამის განხორციელებას გერმანული ფონდის Brot Fuer die Welt-EED მხარდაჭერით. პროგრამა განხორციელდება 2012-2014 წლებში.

ჩვენ გვინდა, ხელი შევუწყოთ უფრო პლურალისტური და არაძალადობრივი დემოკრატიული გარემოს განვითარებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე რეგიონებში და ასევე უმცირესობებით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთში.

პროგრამის სამიზნე რეგიონებია: სამცხე-ჯავახეთი (ახალციხე), სამეგრელო (ზუგდიდი) და შიდა ქართლი (გორი).

სამიზნე ჯგუფები: ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სამი რეგიონიდან.

პროგრამა მიზნად ისახავს შემდეგი ცვლილებების განხორციელებას

ჟურნალისტები და ზოგადად მედია კონსტრუქციულ როლს ასრულებენ მშვიდობის მშენებლობის პროცესში

მოსახლეობა კონფლიქით დაზარალებულ და ცენტრიდან მოშორებულ რეგიონებში აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ თემებში მშვიდობიანი გარემოს შექმნასა და გაძლიერებაში.

პროგრამის ძირითადი ფოკუსია: მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობა სამი მიმართულებით: მშვიდობის მშენებლობა, მრავალფეროვნების ეფექტურად მართვა და გენდერული თანსწორობა.

საქმიანობები:

საწყის ეტაპზე ჩატარდება საბაზისო კვლევა:

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობა და როლი მიმდინარე პროცესებში, დემოკრატიული და პლურალისტური გარემოს პერსპეტივები სამიზნე რეგიონებში.

საბაზისო კვლევაზე დაყრდნობით მომზადდება სპეციალური სატრენინგო მოდულები მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის:

მშვიდობის მშენებლობა,
ტოლერანტობა და მრავალფეროვნების ეფექტური მართვა
გენდერული თანასწორობა

პროგრამის ფარგლებში 30 მედიაწამომადგენელი და 30 სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი საქართველოს სამი რეგიონიდან გაივლის სწავლებას ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე. მათგან შერჩეული 15 მონაწილე გაივლის ტრენინგს ტრენერებისათვის და თავის პროფესიულ თემში შეეცდება გაავრცელოს მიღებული ცოდნა.

პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდა ლიდერების ქსელის შექმნას, რომელის მიზანია – ახალგაზრდებმა თავისი სამოქალაქო აქტიურობით შეძლონ, შეცვალონ გარემო მათ ირგვლივ, გახადონ ის უფრო თავისუფალი, ღია, პლურალისტური, რათა შესაძლებელი იყოს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან პრობლემურ საკითხებზე ერთობლივი მსჯელობა და გადაწყვეტის გზების ძიება სხვადასხვა ჩართულ აქტორებს შორის.

პროგრამა მხარს დაუჭერს ახალგაზრდულ ინიციატივებს ქსელის ფარგლებში და წაახალისებს იმ ინიციატივას, რომელიც ერთმენთთან დააკავშირებს სამივე სამიზნე რეგიონს.

პროგრამა ასევე ითვალსიწნებს მედია მონიტორინგის განხორციელებას რეგიონში. ამ მიზნით შეიქმნება მონიტორინგის ჯგუფი ტრენიგნის მონაწილე მედიის წარმომადგენლებისაგან. ჯგუფი შეიმუშავებს სპეციალურ მეთოდოლოგიას, რომლის კვლევის საგანი იქნება; მედია გარემო – ტოლერანტობის, კონფლიქტებისა და გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით. ამ ჯგუფის მუშაობის შედეგად მომზადდება მედია მონიტორინგის ანგარიში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოების დაინტერესებული ნაწილისთვის და მედია საშუალებებისთვის.

აღიშნული პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ჟურნალის "დრო მშვიდობისა" გამოცემა, რომელსაც ICCN ათ წელზე მეტია გამოსცემს