3e883cee-80c7-4c01-82fe-dd7763d1cf52
cooltext209862574333554
1920x1080-white-solid-color-background

"ქართულ აფხაზური მშვიდობის სახლი" - ახალი, თავისუფალი, აპოლიტიკური სივრცე ენგური ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე

1920x1080-white-solid-color-background
839998e06c2f41419e3797450bd73178_xl

ახალ, თავისუფალ, აპოლიტიკურ სივრცეს, ენგური ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე "ქართულ აფხაზური მშვიდობის სახლი" დაერქმევა. განცხადება ამის შესახებ დღეს კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრში (ICCN) აღმასრულებელმა დირექტორმა მაია კაციტაძემ გააკეთა.

 

პროექტი, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ორგანიზაციაში იხვეწება და რომლის ავტორი კავშირი - "ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახები"-ა დღეს ფართო საზოგადოებას წარუდგინეს.

 

"ეს არის თვისობრვად ახალი, თავისუფალი სივრცის შექმნა ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას ვულისხმობ, რომელსაც ჩვენ გვინდა ვუწოდოთ "ქართულ-აფხაზური მშვიდობის სახლი", თუმცა კი ეს სივრცე იქნება ყველასთვის. ეს არ არის არავის კუთვნილება და იქ ყველა ეროვნების ადამიანისათვის იქნება განკუთვნილი",_ განაცხადა მაია კაციტაძემ.

 

"ქართულ აფხაზური მშვიდობის სახლი" ფუქნციონირებას არა ზუგდიდში, არამედ უშუალოდ ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყებს. ავტორთა აზრით, მისი წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ამგვარი აპოლიტიკური და გახსნილი სივრცე, მომავალში, ცხინვალის რეგიონთან მდებარე საზღვარზეც იგეგმება.

 

"ომამდე აფხაზეთის მოსახლეობი 41 % იყო ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახები და აფხაზურ-ქართული შერეული ოჯახები. ომის შემდეგ მრავალი ოჯახი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა, ხოლო იქ ქალბატონები, რომლებსაც მეუღლეები და შვილები აფხაზები ჰყავდდნენ დღეს აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე ცხოვრობენ",_ აცხადებს კავშირი - "ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახები"ს თავმჯდომარე და აღნიშნული პროქტის ავტორი რეზო ბენდელიანი.

 

მისვე თქმით, ამ ეტაპზე ეს შერეული ოჯახე წარმოადგენენ იმ სამშვიდობო ძალას, რომელსაც ძალიან დიდი გარდატეხის შეტანა შეუძლიათ ურთიერთობების აღდგენაში. ორგანიზაციის მიერ ორივე მხარეს აღდგენილი კავშირების შედეგად შერეული ოჯახების ქართველი და აფხაზი წარმომადგენლები რეგულარულად ხვდებიან უკვე ერთმანეთს.

 

პროექტის მიხედვით, "მშვიდობის ქართულ–აფხაზური სახლი" მოქალაქეთა საჭიროებებზე იქნება მორგებული და იმ ადამიანებს რომლებიც გამშვები პუნქტით სარგებლობენ მათთვის საჭირო სერვისებს შესთავაზებს.

 

"სერვისები იქნება საჭიროებებიდან გამომდინარე და ამიტომაც ახლა ჩვენ ამ ცენტრს არ ვტვირთავთ და არ ვუწოდებთ ან მხოლოდ საკონსულტაციო ცენტრს და ან მხოლოდ საინფორმაციო ცენტრს. როგორი მოთხოვნაც იქნება ფუნქციონირებაც იმ მიმართულებებით წარიმართება.

 

ეს იქნება პოზიტივზე ორიენტირებული სივრცე. ჩვენ ვაპირებთ გავაკეთოთ გზამკვლევები. მივაწოდოთ ინფორმაცია რა ხდება, რა გადასახადებია, როგორია ქვეყნის კანონები და ამას ყველაფერს რა თქმა უნდა დაემატება ძალიან ბევრი საყოფაცხოვრებო საკითხი რაც მათთვის იქნება საინტერესო",_ აცხადებს მაია კაციტაძე და აღნიშნავს, რომ ქართულ-აფხაზურ მშვიდობის სახლში მოსული ადამიანი უნდა იმარტივებდეს ყოფას, თუნდაც იმ რამდენიმე საათს რასაც ის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაატარებს.

 

 

კაციტაძე ასევე აცხადებს, რომ ეს ძალიან დიდი პროექტია და ამჟამად ფონდების მოძიების ეტაპი იწყება. ამ პროცესში ერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და პარტნიორები ვინაიდან ყველას აქვს სათქმელი და ყველას აქვს შეუძლია თითო მაგიდა დაიკავოს იმ სივრცეში და თავისი სერვისითა და კონსულტაციით მოემსახუროს იქ მისულ ნებისმიერ პირს.

 

მომდევნო კვირას პროექტზე მსჯელობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან გაგრძელდება. პროექტის ავტორთა აზრით, ყველა ეტაპის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში "ქართულ აფხაზური მშვიდობის სახლი" მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისისათვის უნდა გაიხსნას.