3e883cee-80c7-4c01-82fe-dd7763d1cf52
cooltext209862574333554
1920x1080-white-solid-color-background
“ქალთა ოთახები” თეთრიწყაროს, დმანისისა და წალკის მუნიციპალიტეტებში 
1920x1080-white-solid-color-background
e9fe550ba3c0c201d69e3bc0a455b623_xl

საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭრით და კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN) პარტნიორობით, ქვემო ქართლში ახორციელებს მეცხოველეობის განვითარების პროგრამას ”ალიანსები-ქვემო ქართლი”.

პროგრამა ფარავს ქვემო ქართლის სამ მუნიციპალიტეტს: თეთრიწყარო, დმანისი და წალკა.

ჩატარებული კვლევების თანახმად, პროგრამის არეალში (ქვემო ქართლი), სოფლად მცხოვრები ქალებისთვის პრობლემაა სასოფლო-სამეურნეო/საბაზრო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, გარდა ამისა, ქალები იშვიათად არიან ჩართული თემის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კვლევებმა, ასევე აჩვენა, რომ ქალები უფრო მეტად გრძნობენ გაუცხოებას ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ვიდრე მამაკაცები.

სათემო დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში გენდერული ბალანსის დაცვაზე ადგილობრივი ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს, რომლის ექსკლუზიური უფლება და მოვალეობაა ამ ტიპის საზოგადოებრივ აქტივობაში თანაბრად უზრუნველყოს როგორც ქალების, ისე მამაკაცების ჩართულობა.

პროგრამის ხელშეწყობით, აღნიშნულმა მუნიციპალიტეტებმა შექმნეს ახალი სერვისი: “ქალთა ოთახი”. კერძოდ, მუნიციპალიტეტის შენობაში გამოყოფილია ადგილი, სადაც ქალები მათთვის საჭირო ყველა ინფორმაციას სწრაფად და მარტივად მიიღებენ; ოთახში არის ბიბლიოთეკა, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი, საინფორმაციო დაფა, სადაც მუნიციპალიტეტი და ყველა დაინტერესებული მხარე ინფორმაციას განათავსებს; ეს არის ქალების თავშეყრის ადგილი, სადაც მათ ნებისმიერ აქტუალურ საკითხზე შეეძლებათ ისაუბრონ და ერთმანეთს იდეები გაუზიარონ; ოთახს ბავშვებისთვის სპეციალური კუთხე აქვს; ოთახს ემსახურება მუნიციპალიტეტის თანამშრომელი.

ქალთა ორგანიზაციებს და დაინტერესებულ ჯგუფებს შეუძლიათ უსასყიდლოდ გამოიყენონ აღნიშნული სივრცე და საინტერესო პროექტებითა და იდეებით უზრუნველყონ ქალების ჩართულობა ადგილობრივი თემის ცხოვრებაში, ასევე ხელი შეუწყონ ქალების გაძლიერებას შესაბამისი ცოდნითა და უნარ-ჩევევებით, ეს შეიძლება იყოს ქალთა ჯანმრთელობა, ენებისა და კომპიუტერის  შესწავლის კურსები და ა.შ.