ტელევიზიის საერთაშორისო დღე ზუგდიდში
gallery/1920x1080-white-solid-color-background
gallery/9e7fc301c24011e6d40ec6dd798bf290_xl

ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 21 ნოემბერს კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა (ICCN) მის მიერ მხარდაჭერილ საინიციატივო ახალგაზრდულ ჯგუფთან ერთად გამართა ტელევიზიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა, რომლის თემაც გახლდათ: "მედიის როლი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში".   ამ შეხვედრით ორგანიზატორები შეეცადნენ საზოგადოებისთვის შეეხსენებინათ, რომ ტელევიზია არის საუკეთესო საშუალება სოციალური პროგრესის მისაღწევად.