3e883cee-80c7-4c01-82fe-dd7763d1cf52
cooltext209862574333554
1920x1080-white-solid-color-background
სტუმრად რადიო თავისუფლების ეთერში: მაია კაციტაძე
1920x1080-white-solid-color-background
4c5025fc27e21ebeebad07703ddb77e0_xl

10 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი მაია კაციტაძე.   ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას სახელწოდებით "გიორგი  ხუციშვილის სახელობის კონფლიქტების მართვისა და პრევენციის სამხრეთკავკასიური სკოლა".   პროექტის მიზანია, სფეროს ექსპერტებისა და დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ახალი სივრცის შექმნა და ასევე სფეროში მოღვაწე იმ ახალგაზრდა ექსპერტების გამოვლენა, რომლებიც კვალიფიკაციის ამაღლებით არიან დაინტერესებულნი.   საპილოტე პროგრამა მოიცავს შვიდდღიან სასწავლო კურსს. თითოეული დღე მიეძღვნება ერთ ექსპერტს და, შესაბამისად, ექსპერტის მიერ შერჩეულ საკითხს. საკითხებს შორისაა ეკონომიკური უსაფრთხოება; კავკასიის კონფლიქტები; კონფლიქტების პრევენცია და დარეგულირება; ქართულ-აფხაზური სამართლებრივი ურთიერთობები და სხვა.