3e883cee-80c7-4c01-82fe-dd7763d1cf52
cooltext209862574333554
1920x1080-white-solid-color-background
სოლიდარობის საერთაშორისო დღე ახალციხეში
1920x1080-white-solid-color-background
0345422ddcb43c580d78147360d8e84a_xl

კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ხელშეწყობით, 20 დეკემბერს, სოლიდარობის საერთაშორისო დღე ახალციხეშიც აღინიშნა.

 

ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა ესეების პრეზენტაცია სოლიდარობის თემაზე. ავტორები ესეებში საუბრობდნენ სოლიდარობის მათეულ გაგებაზე, მის მნიშვნელობაზე საზოგადოებისათვის, თუ ვის და რატომ უცხადებდნენ სოლიდარობას. ესეებმა ჩვეულებისამებრ დისკუსია გამოიწვია, რომელიც შემდეგ დებატებში გადაიზარდა. საბოლოოდ გამოიკვეთა,რომ სამცხე –ჯავახეთში სამოქალაქო საზოგადოება ნაკლებად სოლიდარულია, სოლიდარობისათვის აუცილებელია ისეთი აქტიურობა, რომელიც აიძულებს უფლებების დამრღვევს კანონიერებისაკენ.

 

სოლიდარობა წარმატებული სამოქალაქო საზოგადოების საწინდარია. მონაწილეები იხსენებდნენ რეგიონში განხორციელებულ იმ უკანონო ქმედებებს, რომლებიც იმსახურებდა საზოგადოების სოლიდარობას, თუმცა, პასიურობის გამო ვერ მოხერხდა საზოგადოების გაერთიანება.

 

ესეების ავტორებსა და მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები, ასევე საჩუქრები გადაეცათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრ "ტალიტა კუმის" 5 ბენეფიციალს, რომლებმაც სოლიდარობის თემაზე წარმოადგინეს საერთო ნამუშევარი.