3e883cee-80c7-4c01-82fe-dd7763d1cf52
cooltext209862574333554
1920x1080-white-solid-color-background
სოლიდარობის დღე ზუგდიდში
1920x1080-white-solid-color-background
9e02b4257c05e19434bd28a1f3ded3e5_xl

20 დეკემბერს კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითიცენტრის (ICCN) მიერ მხარდაჭერილმა საინიციატივო ახალგაზრდულმა ჯგუფმა ამავე ცენტრის ფინანსური და ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის საინფორმაციო მხარდაჭერით მოაწყო სოლიდარობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

 

შეხვედრაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დღისცენტრ "ნერგები"-ს აღსაზრდელებისათვის მოეწყო ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენება. გაიმართა დისკუსია ფილმებთან დაკავშირებით და მონაწილე შშმ ბავშვებს მიეცათ საშუალება თავიანთი გრძნობები გამოეხატათ პერსონაჟების მიმართ.

 

თვითრეალიზაციისათვის შესაბამისიპირობების შექმნის მიზნით და შშმ ბავშვების ინკლუზიისათვის ღონისძიებაში ჩართული იყო გასართობი პროგრამა (შემოქმედებით სავარჯიშოები ფერადი ქაღალდებით, გუაშით ხატვა, სიმღერა და ცეკვა მოწვეულ ჯამბაზთან, ფიფქიასა და მიკი მაუსთან ერთად) სადაც მონაწილეობა მიიღე სროგორც შშმ ბავშვებმა, ასევე მშობლებმა, პედაგოგებმა, ფსიქოლოგებმა, სტუდენტებმა და მოქალაქეებმა.

 

ღონისძიებაში მონაწილე ბავშვებს გადაეცათ სასაჩუქრე ნაკრებები (ფერადი ფურცლები, მარკერები, გუაში, მაკრატელი, წებო, გასაფერადებლები, ფერადი ცარცები).

 

შეხვედრი 3 საათს მიმდინარეობდა. ორგანიზატორები მონაწილეებს გაუმასპინძლდნენ სოლიდარობის დღისათვის სახელდახელოდ მომზადებული ტორტითა და ტკბილეულით.

 

ყველაფერი კი  ცაში ფრანების აშვებით დასრულდა.