3e883cee-80c7-4c01-82fe-dd7763d1cf52
cooltext209862574333554
cooltext165709977650164
1920x1080-white-solid-color-background
cooltext170861098833880
1920x1080-white-solid-color-background
e208d5104268085aecc7ece94f6f710e_xl

სიმულაციური თამაში

უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები გვაჩვენებს, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას საზოგადოება ინტეგრაციის პროცესში. როგორ წარიმართება აღნიშნული პროცესები დიდწილად დამოკიდებულია საზოგადოებაზე და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტივობებზე. ბევრი ორგანიზაცია იკვლევს ადამიანის უფლებების საკითხს, და ცდილობს მათ ინსტიტუციურ დონეზე წარდგენას, ბევრი აქტივობა ეძღვნება ისეთი საკითხების კვლევას, როგორიცაა: როგორ უნდა წარიმართოს ინტეგრაციის პროცესი სწორი მიმართულებით?

 

თუმცა, იმისათვის რომ სხვადასხვა დონეზე ვიპოვოთ პრობლემების გადაწყვეტის გზები,პირველ რიგში პასუხი უნდა გავცეთ შემდეგ კითხვებს: რატომ გვჭირდება ინტეგრაცია? რა პრობლემები წარმოიშობა ინტეგრაციის პროცესში როგორც ადგილობრივ, ასევე სახელმწიფო დონეზე? რამდენად მნიშვნელოვანია ეს პრობლემები და რა დონეზე ხდება მათი გადაწყვეტა?

ადამიანებს აქვთ კონკრეტული ხედვები, რომლის ცვლილებაც რთულია პერსპექტივის ცვლილების გარეშე. ხშირად საზოგადოების წარმომადგენლები ვერ აცნობიერებენ არსებულ პრობლემებს, რაც შესაბამისად მათ ხელს უშლის ამ პრობლენების მოგვარების გზების ძიებაში.საზოგადოებაში დგას საჭიროება დაიწყოს დისკუსია ინტეგრაციის პროცესის შესახებ, და საზოგადოებამ ალნერნატიული გადმოსახედიდან შეხედოს აღნიშნულ პროცესს.

 

ამ პრობლემების საპასუხოდ კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების ცენტრმა გერმანულ ორგანიზაცია CRISP e.V თანამშრომლობითა და შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით დაგეგმა და განახორციელა პროექტი "წარმოიდგინე მომავალი". პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთათვის სიმულაციური თამაშის მეთოდის წარდგენა მისი მომავალში გამოყენების მიზნით.

 

პროექტში მონაწილეობდა 13 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. მათ გაიარეს ტრენერთა ტრენინგი, რომელზეც მოხდა სიმულაციური თამაშის წარდგენა და ადგილობრივი ღონისძიებების დაგეგმვა საქართველოს 6 რეგიონში. შემაჯამებელ შეხვედრაზე კი მონაწილეებს მიეცათ საშუალება შეეფასებინათ განხორციელებული აქტივობები და თავად სიმულაციური თამაშის სტრუქტურა.

 

ქვემოთ წარმოდგენილი სიმულაციური თამაში, "პოლინარია", სწორედ პროექტის ფარლგებში შეიქმნა