3e883cee-80c7-4c01-82fe-dd7763d1cf52
cooltext209862574333554
cooltext165709977650164
1920x1080-white-solid-color-background
1920x1080-white-solid-color-background

სამოქალაქო საზოგადოება. დიალოგი პროგრესისთვის

3de37b3f2de6564a2ea064ec2afe25d4_xl

ა.წ. 19-21 ივნისს, დაბა ანაკლიაში, კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ორგანიზაციული განვითარების სწავლების  3 - დღიანი ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციათა მმართველი რგოლის წევრებისთვის იყო განკუთვნილი და წინასწარ შერჩეული 19 არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა. მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეთა შერჩევა საქართველოს რეგიონების  მაქსიმალური დაფარვის პრონციპით მოხდა და, საბოლოოდ, სქართველოს 8 რეგიონი (მათ შორის თბილისი) მოიცვა.

 

ტრენინგიის ფარგლებში განხილული საკითხები:

 

ეფექტიანი ორგანიზაცია;
ორგანიზაციული, ინსტიტუციური და ფინანსური მდგრადობა;
ორგანიზაციის სტრუქტურა;
სტრატეგიული დაგეგმვა;
ორგანიზაციული სახელმძღვანელოები;
მენეჯმენტი და კომუნიკაცია, საზოგადოებასთან ურთიერთობა ;
ცვლილებების მართვა;
მოხალისეების მართვა.

 

ტრენინგი მონაწილეთა შეფასებით იყო ძალიან აქტუალური, საჭირო და მაღალპროფესული.

 

ტრენერები: მაია კაციტაძე, ოლენა აბრამიშვილი.

 

შერჩეული მონაწილენი პროექტის ფარგლებში სხვადასხვა თემატიკით კიდევ 5 ტრენინგს გაივლიან 2015 წლამდე.

 

"სამოქალაქო საზოგადოება. დიალოგი პროგრესისათვის" ხორციელდება ევროკვშირის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების მხარადჭერის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ოპერირებს აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა, ბელორუსია და უკრაინა. პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი (გერმანია) და კონფლიქტების და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი.