3e883cee-80c7-4c01-82fe-dd7763d1cf52
cooltext209862574333554
cooltext165709977650164
1920x1080-white-solid-color-background
1920x1080-white-solid-color-background
4c704b823894e663c696fb5ee0a8793f_xl

რუსულ ქართული ურთიერთობები: განვითარების ახალი გზების ძიებაში 

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად რუსულ-ქართული ურთიერთობების დონემ დაიწია საბჭოთა კავშირის დაშლის დროინდელ ქვედა კრიტიკულ ზღვრამდე. 2008 წლის აგვისტოს კრიზისმა გამოიწვია პრაქტიკულად ყველა ინსტიტუციური ურთიერთობის შეწყვეტა მოსკოვსა და თბილისს შორის და შიდა ქართული კრიზისი ტრანსფორმირდა ორმხრივი ურთიერთობების კრიზისად.     ასეთ პირობებში რუსეთისა და საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები იზოლაციაში აღმოჩნდნენ, რამაც გააღრმავა შიში და ორმხრივი უნდობლობა ქვეყნებს შორის. თუმცა სამთავრობო დონეზე დაძაბული ურთიერთობების პირობებში სწორედ არასამთავრობო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სამოქალაქო და ექსპერტთა წრეების ზემოქმედებით საკმაოდ შეეწყო ხელი ორ ქვეყანას შორის დიალოგის წარმართვას.     2008 წლის მოვლენების შემდეგ კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა (ICCN), შეიარაღებული კონფლიქტების1 არიდების გლობალური პარტნიორობის ნეიტრალური მოედნის გამოყენებით დაიწყო პროექტი "სტამბულის პროცესი". პროექტის მიზანია, საექსპერტო დიალოგის სტიმულირების გზით, განიხილოს რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობები. პროექტმა დასახელება მიიღო ექსპერთა შეხვედრების ქალაქ სტამბულში გამართვიდან გამომდინარე.     2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში გამოცხადდა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პოლიტიკა. ამ პოლიტიკურმა კურსმა მხარდაჭერა ჰპოვა ქართული მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა პირველი მეგობრული ნაბიჯი გადადგა და შემოიღო საქართველოს სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში. ამ თანამდებობაზე დაინიშნა საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, "სტამბულის პროცესის" მონაწილე ზურაბ აბაშიძე. რუსეთის მხრიდან მისი კოლეგა გახდა სახელმწიფო მდივანი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი.     2013 წლის აგვისტოში შვეიცარიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით სტარტი აიღო კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ახალმა ინიციატივამ – პროექტმა "რუსეთ-საქართველოს დიალოგის ხელშეწყობა". პროექტის განხორციელების პროცესში რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭო გახდა რუსეთში კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის წამყვანი პარტნიორი. საექსპერტო დიალოგი სტამბულის პროცესის ფორმატში პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ორი საექსპერტო შეხვედრა, რომელთა შედეგად შეიქმნა რუსი და ქართველი საერთაშორისო სამართლისა და პოლიტიკის სპეციალისტი ექსპერტების ერთობლივი პუბლიკაცია "რუსულ-ქართულ ურთიერთობათა ახალი დღის წესრიგი". სიამოვნებით წარვუდგენთ მკითხველს ამ პუბლიკაციას.