3e883cee-80c7-4c01-82fe-dd7763d1cf52
cooltext209862574333554
cooltext165709977650164
1920x1080-white-solid-color-background
1920x1080-white-solid-color-background
7c7b96f53ac4e184df929c559e57af26_xl

რუსეთი-საქართველო: ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები

ბოლო წლების განმავლობაში რუსეთსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა უაღრესად წინააღმდეგობრივი და რთულია. ორ ქვეყანას შორის კოოპერირება წარმატებულად სულ რამდენიმე სფეროში ვითარდება. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ვაჭრობა და ნაწილობრივ საინვესტიციო პროექტები. რუსეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა მეცნიერება, კვლევები, განათლება, ტურიზმი, ჯანდაცვა, სახელმწიფო მართვა და ა.შ. ვითარდება მდორედ, ან საერთოდ არ არსებობს.   2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. შეიქმნა უფრო ხელსაყრელი პირობები ვაჭრობის გაფართოებისათვის, თუ ადრე ექსპორტი მხოლოდ რუსეთიდან იყო შესაძლებელი, ახლა ამ ქვეყნის ბაზარი ქართული პროდუქციისთვის ხელმისაწვდომი გახდა (პირველ რიგში, ღვინის ნაწარმი და მინერალური წყლები). ამან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა რუსულ-ქართული ურთიერთობების კლიმატი, რაც დადებითად აისახა საქართველოს ეკონომიკაზე. 2012-1013 წწ. ექსპორტი საქართველოდან რუსეთში 4,2- ჯერ გაიზარდა, ხოლო იმპორტი 1,2- ჯერ. საქართველოს საერთო ტვირთბრუნვაში რუსეთის წილი 7,2% -ია აქედან გამომდინარე ეს ქვეყანა ისევ გახდა საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი თურქეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის შემდეგ. თუმცა, რუსეთიდან იმპორტი თითქმის სამჯერ აღემატება საქართველოდან ექსპორტს, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი მძიმედ აისახება საქართველოს მაკროეკონომიკურ მაჩვენებელზე. მრავალი საექსპორტო საქონლისთვის1 საქართველოდან რუ სეთში ექსპორტი კვლავ შეზღუდულია.   2014 წლის ივნისში საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის შემადგენელ ნაწილს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის დოკუმენტი წარმოადგენს, მოსალოდნელია EU 28 ქვეყნის მიერ საქართველოსთან სავაჭრო რეჟიმების და უტარიფო ბარიერების გადახედვაც. მეორე მხრივ, არსებობს საქართველოს რუსეთისგან და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (ეეკ) სხვა ქვეყნებისაგან (სომხეთი, ყაზახეთი, ბელორუსი) ეკონომიკური თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტად დაშორების რისკი. ეეკ-ს წევრებისათვის რუსეთი ქმნის შეღავათიან პრეფერენციებს, თუმცა ყველა წევრი-სახელმწიფო არ არის კმაყოფილი ეეკ-ით (საბაჟო კავში- რი). მაგალითად, ბელორუსიისთვის "ურთიერთბრუნვისათვის ცუდი პირობების შექმნის გამო საბაჟო კავშირი უსარგებლო გახდა".2 ამასთან, ეეკ-ი, თავის ინტერესებიდან გამომდინარე, დაბრკოლებებს შეუქმნის საქართველოს, რამაც შესაძლოა კავკასიის ბაზრის კიდევ უფრო მეტი დანაწევრება გამოიწვიოს. სომხეთს ეეკ-ი აძლევს რიგ პრეფერენციებს, მაგრამ, ვინაიდან ამ ქვეყნისთვის ერთადერთი სავაჭრო გზა საქართველოზე გადის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების სავარაუდო გაუარესებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს მის ეკონომიკაზე. მოუგვარებელმა პოლიტიკურმა საკითხებმა, რეგიონის ბაზრების კიდევ მეტმა დანაწევრებამ, შესაძლებელია ხელი შეუშალოს პოლიტიკური დაძაბულობის გრადუსის დაწევის პროცესს

cooltext209642862649092