3e883cee-80c7-4c01-82fe-dd7763d1cf52
cooltext209862574333554
1920x1080-white-solid-color-background
მრგვალი მაგიდა: "სამოქალაქო საზოგადოება სამშვიდობო საქმიანობაში" (ახალციხე) 
1920x1080-white-solid-color-background
f9adbb275ff31ab154bc7deaace15fcf_xl

ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა მრგვალი მაგიდა სახელწოდებით "სამოქალაქო საზოგადოების როლი სამშვიდობო საქმიანობაში", რომელიც ითვალისწინებდა პროექტის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების მოკლე ანგარიშის წარდგენას და დისკუსიას სამშვიდობო საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევების, პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.

 

პროგრამა "ძალა ჩვენშია - განვითარება მშვიდობის, მრავალფეროვნების ეფექტურად მართვისა და გენდერული თანასწორობისათვის" რომელსაც გერმანული ფონდის Brot Fur die Welt/EED-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN), მიზნად ისახავს საქართველოს სამ რეგიონში (ზუგდიდი, გორი და ახალციხე) ახალგაზრდა ლიდერებისა და ჟურნალისტების ქსელის შექმნას, მათ გააქტიურებას და ცნობიერების ამაღლებას, რაც თავისმხრივ ხელს შეუწყობს ტოლერანტული, გენდერულად მგძნობიარე და მშვიდობიანი გარემოს შექმნას.

 

მრგვალ მაგიდას დაესწრებიან კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN) წარმომადგენლები, პროექტის მონაწილეები, თვითმართველობის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სამოქალაქო ინიციატივების განმახორციელებელიპარტნიორები და მედია.