3e883cee-80c7-4c01-82fe-dd7763d1cf52
cooltext209862574333554
1920x1080-white-solid-color-background
მრგვალი მაგიდა და დისკუსია გაიმართა თემაზე: „სამოქალაქო საზოგადოება სამშვიდობო საქმიანობაში“ (ზუგდიდი) 
1920x1080-white-solid-color-background
e5a83a7ecd853a3363498d71a1613623_xl

ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით დღეს თემაზე "სამოქალაქო საზოგადოება სამშვიდობო საქმიანობაში" მრგვალი მაგიდა და დისკუსია გაიმართა.   ორგანიზაციამ გერმანული ფონდის ბროთ ფაუერ დი ველტის - ის პროგრამის "ძალა ჩვენშია - განვითარება მშვიდობის, მრავალფეროვნების ეფექტურად მართვისა და გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში, საქართველოს სამ რეგიონში ხელი შეუწყო ლიდერების ქსელის შექმნას და ახალგაზრდების გააქტიურებას მათ ირგვლივ არსებული გარემოს შესაცვლელად.   შეხვედრაზე მოხდა პროექტის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების მოკლე ანგარიშის წარდგენა, ასევე გაიმართა დისკუსია სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევების, პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.   დღევანდელ შეხვედრას კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშირისო კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად პროექტის მონაწილეები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.