3e883cee-80c7-4c01-82fe-dd7763d1cf52
cooltext209862574333554
1920x1080-white-solid-color-background

მოგზაურობა მოგონებებისა და ისტორიების ქვეყანაში

1920x1080-white-solid-color-background
6fe1c589e796bff64c81da223cb0c48f_xl

"მოგზაურობა მოგონებებისა და ისტორიების ქვეყანაში", ასეთი სახელწოდებით თბილისსა და სოხუმში სამუშაო შეხვედრები შედგა, აპრილში კი, მსგავსი შეხვედრა ვლადიკავკაზში გაიმართება.

სამუშაო შეხვედრების მიზანი იყო კონფლიქტში მონაწილე მხარეებში არსებული სტერეოტიპების ნგრევა და ახალი ურთიერთობებისა და ისტორიისთვის საფუძვლის ჩაყრა.

თბილისის შეხვედრაში მონაწილეობდენ, როგორც ახალგაზრდა ისე უფროსი თაობის წარმომადგენლები, მათ შორის, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირები.

შეხვედრის ორგანიზატორი კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (iccn) იყო.

სამუშაო შეხვედრები იმართება "დიალოგი და გაცნობითი ხასიათის ვიზიტები ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური კონფლიქტების ტრანსფორმაციისთვის" პროექტის ფარგლებში. პროექტი 5 ორგანიზაციის პარტნიორობით ტარდება, ესენი არიან: კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (iccn) მსოფლიო ძალადობის გარეშე (სოხუმი), ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების სააგენტო (ცხინვალი), ბერკოფის ფონდი (Berghof Foundation) და იკავე პაქს კრისტი (IKV Pax Christi).

 

სამუშაო შეხვედრაზე მსჯელობა გაიმართა შემდეგი მიმართულებით – ისტორიული ფაქტები, მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული და ოჯახში მოყოლილი ამბები და მომავალი თაობებისთვის გადასაცემი ისტორები.

თბილისის შეხვედრის ერთ–ერთი მოდერატორის, ბერკოფის ფონდის წარმომადგენლის ანდრეა ზემსკოვ–ციუგეს განცხადებით, კონფლიქტში მონაწილე მხარეთა მიერ დაწერილი ისტორია უმეტესწილად ნეგატიურ დამოკიდებულებას აჩენს და დიალოგისა და კარგი ურთიერთობების ხელისშემშლელი ფაქტორი ხდება, ხოლო პირადი მოგონებები და ამბები, ისტორიას უფრო რეალურს ხდის.