3e883cee-80c7-4c01-82fe-dd7763d1cf52
cooltext209862574333554
1920x1080-white-solid-color-background
კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი ჟენევის მოლაპარაკებებს უშედეგოს უწოდებს 
1920x1080-white-solid-color-background
2cf20e200ca2c770a044a65b100b0636_xl

კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ ჟენევის მოლაპარაკებები უშედეგოა, თუმცა მისი გაგრძელების აუცილებლობას ხედავს. ამ საკითხის შესახებ ხუციშვილმა განაცხადა.

"ჟენევის მოლაპარაკებები ძალიან უშედეგოა. მას ოფიციალური მოლაპარაკებებსაც კი ვერ დაარქმევ". მიუხედავად ამ განცხადებისა, კონფლიქტოლოგი მიიჩნევს, რომ ჟენევის შეხვედრები სასარგებლოა, რადგან კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შორის კომუნიკაციის ერთადერთი არხია, ამიტომ მისი შეწყვეტა გამორიცხულია. აგრეთვე, მან დასძინა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები ერთადერთი საკითხი იყო, რაზეც ამდენი წლის განმავლობაში მხარეებს შორის შეთანხმება მოხერხდა, თუმცა ახლა ამ შეთანხმების ჩაშლაც მიმდინარეობს. გოგი ხუციშვილმა საუბრისას ყურადღება ჟენევის მოლაპარაკებების პროცესსა და ზოგადად ბოლო პერიოდში, ტერმინ "ოკუპაციაზეც" გაამახვილა. "ამ ტერმინთან დაკავშირებით ოსები და აფხაზები პროტესტს გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ ეს მათთვის შეურაცხმყოფელია. მეც ვთვლი, რომ აფხაზეთთან და ოსეთთან ურთიერთობაში სჯობს, ეს ტერმინი არ ვიხმაროთ", - აღნიშნა კონფლიქტოლოგმა.

ამასთან, ექსპერტმა განმარტა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამ ქართულ მხარეს საბაბი მისცა, ოკუპაციაზე ესაუბრა და ახლა ამ ტერმინს სხვა ქვეყნებიც, მათ შორის აშშ-ც, აღიარებს. კონფლიქტოლოგის თქმით, ტერმინი "ოკუპაცია" შეიძლება მას შემდეგ გადაიხედოს, რაც რუსეთი აღიარებს, რომ უფლებამოსილების ფარგლებს გასცდა.