3e883cee-80c7-4c01-82fe-dd7763d1cf52
cooltext209862574333554
cooltext165709977650164
ae252c0654e8edaca099dba64773f3f2_l
8
1920x1080-white-solid-color-background
1920x1080-white-solid-color-background

გიორგი ხუციშვილი

დაიბადა: 15 ნოემბერი, 1948 წ. ქ. თბილისი;   გარდაიცვალა: 4 ოქტომბერი, 2013 წ. ქ. თბილისი;   დაკრძალულია: ქ. თბილისი. საბურთალოს წმ. ნინოს სახ. პანთეონი;   კატეგორია: მეცნიერი, ფილოსოფოსი, კონფლიქტოლოგი, საზოგადო მოღვაწე;

გამოჩენილი ქართველი კონფლიქტოლოგი, კონფლიქტოლოგიის დარგის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში, მშვიდობის დარგის მეცნიერი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გიორგი შოთას-ძე ხუციშვილი, დაიბადა 1948 წლის 15 ნოემბერს ქ. თბილისში შოთა და სოფიო (სამიკო) ხუციშვილების ოჯახში. მამა – შოთა ნიკოლოზის-ძე ხუციშვილი (1924-2012) - ცნობილი ქართველი ინჟინერი და ავია-გამომგონებელი იყო. გიორგის ბაბუა – ნიკოლოზ ხუციშვილი – პიველი ქართველი მფრინავის ბესარიონ ქებურიას მემანქანე და ავიატორი გახლდათ. შოთა ხუციშვილს დაპატენტებული აქვს 200-მდე გამოგონება ავიაციისა და ენერგო-რესურსების სფეროში. გიორგის დედა – სოფიო ხუციშვილი, (ქალწულობაში თარალაშვილი) (1924-2012) - საქართველოს სახელმწიფო კაპელაში მუშაობდა (მეცო-სოპრანო); ერთადერთი ვაჟის – გიორგის – დაბადების შემდეგ, მიატოვა სამუშაო და მთელი ცხოვრება შვილის აღზრდას მიუძღვნა. გიორგი ბავშვობიდან იყო გატაცებული ხატვითა და უცხო ენების შესწავლით. უცხო ენების მიმართ სწრაფვამ მყარი საფუძველი ჩაუყარა ინგლისური და რუსული ენების პროფესიულ ცოდნას, ხოლო საბაზისოდ საკმარისი აღმოჩნდა იტალიურ, პოლონურ და გერმანულ ენებზე კომუნიკაციისთვის. იგი სრულყოფილად ფლობდა ინგლისურ და რუსულ ენებს და, ამიტომ, თავს ტრილინგვად მიიჩნევდა; ბავშვობის სიყვარული სახვითი ხელოვნების მიმართ იმდენად დიდი იყო, რომ მშობლებმა 9 წლის გიორგი (1957 წ.) გააცნეს დიდ ქართველ მხატვარს, ლადო გუდიაშვილს, რომელიც აღფრთოვანებულა მისი ნიჭითა და შრომისმოყვარეობით. მან სამახსოვრო წარწერით სახატავი ალბომი აჩუქა პატარა მხატვარს და დიდი წარმატება უსურვა. მომდევნო წლებში გიორგი ხუციშვილმა მხატვრობა პროფესიად არ აირჩია მშობლების დაჟინებული თხოვნის გამო, თუმცა, მხატვრობის სიყვარული ცხოვრების ბოლომდე გაჰყვა. საოჯახო არქივში მის მიერ შესრულებული ასობით გრაფიკული და ფერწერული ნახატი, ჩანახატი და ესკიზია დაცული.   1966 წელს გიორგი ხუციშვილმა დაამთავრა თბილისის ი. ვეკუას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო მათემატიკური სკოლა #42 და იმავე წელს ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1971 წელს. 1971-1972 წწ. მუშაობდა ინჟინერ-მათემატიკოსად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტში. 1972-1979 წწ. - მკვლევრად და, შემდეგ, წამყვან მკვლევრად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში. 1976 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "უსასრულობისა და მისი აბსტრაქციის პრობლემა მეცნიერებაში" და მიენიჭა ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდტის ხარისი (ფილოსოფიის დოქტორის ეკვივალენტი) ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 1977 წ.   1979 წელს გიორგი ხუციშვილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერების მეთოდოლოგიის საბჭოში თავმჯდომარის მოადგილედ, შემდეგ თანა–თავმჯდომარედ აირჩიეს. მეცნიერების მეთოდოლოგიის საბჭოს 1988 წლის ჩათვლით თანათავმჯდომარეობდა. ეს იყო მიხეილ გორბაჩოვის "პერესტროიკის" პერიოდი. იმ დროს მეცნიერების მეთოდოლოგიის საბჭო დემოკრატიული რეფორმების საჭიროებებზე ატარებდა რეგულარულ სამეცნიერო საჯარო ლექციებს, სადაც მას ხშირად იწვევდნენ ლექციების წასაკითხად. 1988 წლის ოქტომბერში ოლაფ კრესსემ, გდრ-ის კულტურული ლიგის სახელით (Eastern-German organization Kulturbund) აღნიშნული ლექციების წასაკითხად იგი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის რამოდენიმე წამყვან უნივერსიტეტში მიიწვია (ალექსანდრე ჰუმბოლტის უნივერსიტეტი, აღმ. ბერლინი; კარლ მარქსის უნივერსიტეტი, ლეიფციგი, ჰალესა (ზაალე) და დრეზდენის უნივერსიტეტები).   1982 წ. ატესტაციის უმაღლესი კომისიის (ქ. მოსკოვი) მიერ მიენიჭა ფილოსოფიის მეცნიერებათა პროფესორის წოდება. 1987 წ. წარმატებით დაამთავრა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის გაძლიერებული კურსი - "ინგლისური ენის სინქრონული თარგმანი" - და გადაეცა დიპლომი. 1988 -1990 წლებში საქართველოს განათლების სამინისტროში სოციალურ მეცნიერებათა განყოფილების ხელმძღვანელად განაგრძო მუშაობა.   80–იანი წლების ბოლოს გიორგი იწყებს წყლის მაძიებლობის, ბიოლოკაციისა და ბიოენერგეტიკული მეთოდების მეცნიერულ შესწავლას. მისი დაინტერესება 1989 წელს აშშ–ში კონფერენციაზე ამერიკის დაუზერთა (ბიოლოკაციის) საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრამ გამოიწვია. მოგვიანებით, 90–იანი წლების დასაწყისში, ამერიკის დაუზერთა საზოგადოების წევრი გახდა.   1989 წელს ნოეტიკური მეცნიერების ინსტიტუტმა გიორგი ხუციშვილი მიიწვია კვლევის განხორციელებისთვის და წევრობის სტატუსი ერთი წლით (1990-91) მიანიჭა.   1991 წ. მისი რუსულენოვანი გამორჩეული ნაშრომის - «Генезис структуры теоретического мышления» Тбилиси, «Мецниереба», АНГССР, Институт Философии, 1994 ("თეორიული აზროვნების სტრუქტურის გენეზისი", თბილისი, "მეცნიერება", საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, ფილოსოფიის ინსტიტუტი, 1989) საფუძველზე გიორგი ხუციშვილი მიიწვიეს ქ. კიევში, სადაც უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის სპეციალიზებული საბჭოს სხდომაზე 28.07.91 დაიცვა დისერტაცია და უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის მიერ ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის წოდება მიენიჭა. ხარისხის მინიჭება დაამტკიცა ატესტაციის უმაღლესმა კომისიამ; (ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, დიპლომი ДТ # 011423, გაცემული ქ. მოსკოვში უმაღლესი საატესტაციო კომისიის მიერ 1991 წ. 13 დეკემბერს, პროტოკოლი 46д/8).   1992 წლიდან თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ გიორგი ხუციშვილი პროფესორად აირჩია. ამავე ინსტიტუტში იგი ფილოსოფიის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე 1981 წლიდან მუშაობდა.   პროფესორი ხუციშვილი 90-იანი წლების დასაწყისში დაინტერესდა კონფლიქტოლოგიით. მაშინ ეს დარგი საქართველოში არ არსებობდა, მაგრამ დასავლეთში უკვე საკმაოდ იყო განვითარებული. იმ პერიოდში გიორგიმ დაიწყო მუშაობა თბილისის ბიზნეს სკოლაში და პირველად სწორედ იქ შემოიღო კონფლიქტოლოგიის სასწავლო კურსი მის ხელთ არსებული ლიტერატურის, მათ შორის, როჯერ ფიშერისა და უილიამ ლ. იურის წიგნის "Getting to Yes", ანუ "გზა თანხმობისაკენ" მიხედვით.   1992 წელს დაარსდა ეროვნულ უმცირესობათა და ადამიანის უფლებათა სახელმწიფო კომიტეტი, სადაც სპეციალურად პროფესორ გიორგი ხუციშვილს გაუხსნეს "კონფლიქტების კვლევისა და ანალიზის ცენტრი". ამ დროს კონფლიქტები უკვე მძვინვარებდა საქართველოში, შესაბამისად, ცენტრი დიდი გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა და კონფლიქტების მეცნიერულ კვლევაზე ორიენტირებული პირველი სახელმწიფო სტრუქტურა იყო საქართველოში.   1993 წლის 8 იანვარს გიორგი ხუციშვილმა გაიმარჯვა აშშ საერთაშორისო კვლევის და გაცვლების საბჭოს (IREX) კონკურსში და, შედეგად, სტენფორდის უნივერსიტეტთან არსებულ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის ცენტრში მკვლევარ-მეცნიერის თანამდებობაზე მიიწვიეს. ამერიკაში მუშაობისას იგი დიდმა ფილანტროპმა, მეცენატმა, ჰიულეტ–პაკარდის (Hewlett-Packard) თანადამაარსებელმა - დეივიდ პაკარდმა - პერსონალურად დააფინანსა. გიორგი ხუციშვილზე ამერიკული პრესა იტყობინებოდა, როგორც "საქართველოდან ჩასულ უნიკალურ მსოფლმხედველობაზე, რომელიც სტენფორდს ეწვია". მას, მოგვიანებით, იმავე ცენტრში შესთავაზეს პოსტ-საბჭოთა სივრცის ეთნიკური კონფლიქტების მიმართულებით კონსულტანტის თანამდებობა მომდევნო წლის განმავლობაში (1994-95 წ.წ., კონტრაქტი #PR8575).

6

  1993 წლის გაზაფხულზე ხუციშვილმა გაიმარჯვა ნატო–ს პროგრამაში და "კონფლიქტების კავკასიური კვანძი მზარდი გლობალური უსაფრთხოების ჭრილში" – კვლევის განხორციელებისთვის გრანტი მიიღო.   ამერიკაში მუშაობისას კოლეგებმა რეკომენდაცია გაუწიეს გიორგის და მან გრანტის მისაღებად მიმართა ცნობილ ამერიკულ 'ჯონ და ქეთრინ მაკარტურების ფონდს' (The John D. and Catherine T. MacArthur Foundation), რომლისაგან კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების დამოუკიდებელი ცენტრის დასაარსებლად პირველი გრანტი მიიღო. გრანტის პირობების მიხედვით, ამ წამოწყებაში მისი პარტნიორი გახლდათ სტენფორდის უნივერსიტეტი.   1994 წელს, ამერიკიდან დაბრუნებისთანავე, გიორგი ხუციშვილმა დააარსა საქართველოში პირველი დამოუკიდებელი პროფილური ორგანიზაცია, რომელმაც კონფლიქტების მეცნიერული შესწავლა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საგანმანათლებლო მიმართულებით საქმიანობა წამოიწყო. 1994 წლის 8 აგვისტოს გიორგი ხუციშვილის ინიციატივითა და 63 დამფუძნებელი წევრის მონაწილეობით შედგა კრება და დაფუძნდა "კონფლიქტოლოგიისა და მოლაპარაკებათა სტრატეგიის საერთშორისო ცენტრი". გიორგი ხუციშვილს კრების საერთო გადაწყვეტილებით დამაარსებლის სტატუსი მიენიჭა. მითითებული დასახელებით საერთაშორისო სტატუსის მქონე არაკომერციული საზოგადოებრივი ორგანიზაცია დაარეგისტრირა საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიამ 1994 წლის 3 ოქტომბერს, #20/3 დადგენილებით.   გიორგი ხუციშვილმა ორგანიზაცია აამუშავა და გააძლიერა თავის მეუღლე და თანამოაზრე ნინო ციხისთავი-ხუციშვილთან ერთად. მათ 1995 წლის 8 აპრილს იქორწინეს, 1996 წლის 27 მაისს კი შეეძინათ ქალიშვილი - ვიქტორია-სოფიო ხუციშვილი. -

5

  საქართველოს კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების გამო კონფლიქტოლოგიის ცენტრმა რამდენიმე ხელახალი რეგისტრაცია გაიარა. 1998 წ. 30 დეკემბერს ცენტრის დასახელება შეიცვალა და დარეგისტრირდა შემდეგი დასახელებით: "კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი", (International Center on Conflict and Negotiation (ICCN)) (www.ICCN.ge). კონფლიქტოლოგიის ცენტრს (როგორც მას საზოგადოებაში დღემდე უწოდებენ), სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა პროფესორი გიორგი ხუციშვილი. ცენტრი დღეს წარმტებულ საქმიანობას აგრძელებს და ძლიერი, პროფილური არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოსა და კავკასიის რეგიონში.   1994 წელს გიორგი ხუციშვილი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კონფლიქტებისა და მშვიდობის კვლევათა ასოცირებული პროფესორი გახდა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოღვაწეობდა 2006 წლამდე.   1995 წელს აშშ-ში ჰარვარდის სამართლის სკოლის მოლაპარაკებათა ტრენინგში წარმატებული მონწილეობის გამო მას სერტიფიკატი გადაეცა. ტრენინგი იურისტთა ინსტრუქციის პროგრამით განხორციელდა. 1995 წლიდან 1997 წლის ჩათვლით იგი დაინიშნა სოციოლოგიის პროფესორად ჰავაის ამერიკული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალში. 1995 წელს ხუციშვილი, საქართველოს ფილოსოფიის მეცნიერებათა აკადემიის ერთ–ერთი დამფუძნებელი, ვიცე–პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული თანამდებობა 1997 წლის ჩათვლით ეკავა.   1996 წ. 9 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ პროფესორი გიორგი ხუციშვილი ახლად დაარსებული სახალხო დამცველის ინსტიტუტის პირველ კანდიდატად - სახალხო დამცველად - წარადგინა. ამას წინ უძღოდა საქართველოში წარმოდგენილი დიპლომატიური კორპუსის მხრიდან გიორგი ხუციშვილის კანდიდატურის ხანგრძლივი ლობირება და რეკომენდაციები საქართველოს პრეზიდენტთან, რომ მას ამ ახალი თანამდებობის შესაფერისი კანდიდატურისათვის მხარი დაეჭირა. მაშინდელი საპარლამენტო უმრავლესობის - "მოქალაქეთა კავშირის" - ფრაქციასთან კანდიდატის წინასწარი შეხვედრისას, პროფესორი გიორგი ხუციშვილი არ დათანხდა სახალხო დამცველად მისი არჩევის შემთხვევაში პარტიული დავალებების შესრულებას, და განაცხადა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი დამოუკიდებელი იქნებოდა. ეს განცხადება გადამწყვეტი აღმოჩნდა და გიორგი ხუციშვილმა ხმები ვერ დააგროვა.   1995 წლიდან იგი გამოსცემდა და რედაქტორობდა სამენოვან პერიოდულ ჟურნალებსა და ბიულეტენებს, რითაც კონფლიქტებისა და მშვიდობის სფეროს შესაბამისი საექსპერტო და საგანმანათლებლო მასალას ავრცელებდა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაში და დიდი წვლილი შეიტანა საზოგადოების გაძლიერებაში; ("კონფლიქტები და მოლაპარაკებები" (1995-2001); "ალტერნატივა" (1996-1998); "მონადა" (1997–1998); "კონფლიქტის ალტერნატივა" (1998-2003); "დრო მშვიდობისა" (2001-2013)).   1995 წლიდან გიორგი ხუციშვილის ინიცატივით საფუძველი ჩაეყარა ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ დიალოგს სახალხო დიპლომატიის ფორმატით. კონფლიქტის შემდეგ არსებობდა ცალკეული კონტაქტები კონფლიქტით გახლეჩილ საზოგადოებაში, თუმცა, დიალოგის დაწყების თვალსაზრისით, კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, გიორგი ხუციშვილის თაოსნობით, პიონერი იყო. მან პირველი დიალოგის პროცესის დაწყების შესახებ წინადადებით მიმართა აფხაზებს მოსკოვში, კონფერენციაზე (1995 წ.), სადაც შეხვდა მანანა გურგულიასა და რომან დბარს. ხუციშვილმა ამ იდეით დააინტერესა აგრეთვე კუმარ რუპესინკხე, რომელიც მაშინ "საერთაშორისო განგაშის" (International Alert, (IA) London) წარმომადგენელი იყო და, შემდგომში, პირველი ქართულ-აფხაზური დიალოგის პროექტი მისი მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტი მრავალი წელი გრძელდებოდა. პირველი ქართულ-აფხაზური დიალოგი კი 1996 წლის ივლისში შედგა.   ქართულ-ოსური მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო 1995 წელს. პროფესორ ხუციშვილს დაუკავშირდა ცნობილი მეცნიერი როჯერ ფიშერი, რომელმაც შესთავაზა თანამშრომლობა ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური ფორმატით (Conflict Management Group (CMG) USA). ასე დაიწყო ქართულ-ოსური დიალოგის პროცესი ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს (NRC) მხარდაჭერითა და დაფინანსებით. ეს ორგანიზაცია ხუციშვილის ცენტრის მხარდაჭერას იმთავითვე უზრუნველყოფდა დევნილთა საგანმანათლებლო პროგრამებში. პირველი ქართულ-ოსური შეხვედრა 1996 წ. იანვარში, ქ. ოსლოში შედგა სწორედ ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს თხოვნით.   1996 წელს გიორგი ხუციშვილმა ნატო-სთან ერთობლივი სემინარი "კავკასიისათვის რეგიონული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავება" ჩაატარა. ეს სემინარი მაღალი სტატუსი იყო ორგანიზაციისათვის, რომელმაც დასავლეთის ყურადღება მიიპყრო საკითხით - "ჩვენ ჯერ გვჭირდება არა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციების, არამედ რეგიონული უსაფრთხოების კონცეფციების შემუშავება". სემინარის მუშაობის თემა დაეფუძნა გიორგი ხუციშვილის იდეას, რომელიც მან ნატო-ს შესთავაზა. ნატო იმ პერიოდში პრაქტიკულად ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას აყალიბებდა და ამით ეხმარებოდა სახელმწიფოებს. ხუციშვილის იდეა - ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არ შეიძლება განვითარდეს რეგიონული უსაფრთხოების კონცეფციის გარეშე - განიხილა და შეაჯამა სემინარმა. შედეგები გამოქვეყნებულია ქართულ და ინგლისურ ენებზე წიგნებში: "კავკასიისათვის რეგიონული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავება", საერთაშორისო კონფერენციის მასალები, 1996 წლის 4-6 ოქტომბერი, თბილისი, საქართველო. რედაქტორი გიორგი ხუციშვილი, 1997. ნატო-ს მხრიდან ეს მიდგომა შემდგომში სხვადასხვა ქვეყანაში დაინერგა. 

10

1998 წელს ხუციშვილი მიიწვიეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკურ დეპარტამენტში კონფლიქტების კვლევების პროფესორად. უნივერსიტეტში ლექციებს 2001 წლის ჩათვლით კითხულობდა. 2006-2011 წწ. იგი სრული პროფესორი იყო საქართველოს უნივერსიტეტში.   2001–2010 წწ. გიორგი ხუციშვილი, როგორც ექსპერტი, მიწვეული იყო სხვადასხვა სამინისტროსთან არსებულ სახელმწიფო კომისიებში წევრად: ტრანსკავკასიური მილსადენის, მედია თავისუფლების, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის, კონფლიქტების მოგვარების, არჩევნებისა თუ სხვა თემებზე. 2003 წელს მან, ცნობილი პიროვნებების მონაწილეობით, სპეციალური სხდომა მოიწვია და დააარსა "საზოგადოებრივი მოძრაობა რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ" იმ პერიოდში მომძლავრებული რელიგიური ექსტემიზმის ძალადობრივი ქმედებების საპირწონედ. იგი მხარს წლების განმავლობაში უჭერდა კანონის უზენაესობის, არაძალადობრივი ქმედებებისა და შემწყნარებლობის დამკვიდრებას საზოგადოებაში.   - 

2

2003-2013 წლებში გიორგი ხუციშვილი "შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციის გლობალური ქსელის" – ჯიპაკის (www.gppac.net) - წევრი გახლდათ. ქსელის ფორმატში იგი მსოფლიოში სხვადასხვა კონფლიქტის შემსწავლელ ჯგუფთა მუშაობაში მონაწილეობდა. აგრეთვე, საერთაშორისო კონფლიქტების შესწავლის, პრევენციისა თუ მოგვარების სპეციალურ მისიათა წევრად ირიცხებოდა. მისი დაფუძნებული ორგანიზაცია აგრძელებს ქსელის წევრობასა და მისი წარმომადგენელია კავკასიაში.  

 

2006 წ. მისი აქტიური მხარდაჭერით სამოქალაქო საზოგადოება სტრუქტურული ძალადობის წინააღმდეგ გაერთიანდა და რეგულარული არასამთავრობო ორგანიზაციათა კონგრესის მოწვევით დაიწყო ერთიანი პლატფორმის შემუშავება. პირველი არასამთავრობო ორგანიზაციათა კონგრესი საქართველოში 2006 წ. ჩატარდა. მეორე და მესამე კონგრესი კი - 2007, 2008 წლებში, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა ფართე მონაწილეობით. 

 

  2008 წ. რუსეთ–საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ პროფესორ გიორგი ხუციშვილის ინიციატივით იწყება ომისშემდგომი ქართულ-რუსული შეხვედრებისა და მოლაპარაკებების ციკლი, რომელსაც, შემდგომში, სტამბოლის პროცესი დაერქვა, რადგან ომისშემდგომი პირველი შეხვედრა ქ. სტამბოლში, 2008 წლის ნოემბერში ჩატარდა. პირველივე შეხვედრით საფუძველი ჩაეყარა საექსპერტო დიალოგს, რომლის ფორმატში დღესაც გრძელდება შეხვედრები. ექსპერტები დიალოგის გზით ერთობლივად იკვლევენ არსებული კონფლიქტის ფუნდამენტურ მიზეზებსა და გამოსავლის გზებს. ქართულ–რუსული დიალოგის შედეგად კრიზისიდან გამოსვლის გზების შესახებ ნაშრომები წიგნად გამოქვეყნდა. 

1

2008-2009 წწ. ევროკომისიის საერთაშორისო პროგრამაში ხუციშვილი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მრავალარხიანი დიალოგის უფროსი გამომძიებელი იყო ქართული მხრიდან. 

  2001-2002, 2009, 2011-2012 წლებში ამერიკის განვითარების სააგენტომ - (USAID) იგი საქართველოში კონფლიქტის შეფასების მისიის ჯგუფის წევრად მიიწვია.   

3

  გ.ხუციშვილი იყო ერთ-ერთი ინიციატორი და დამფუძნებელი "საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიისა" (Public Constitutional Commission (PCC), www.konstitucia.ge), რომელიც შეიქმნა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის საპასუხოდ და გააერთიანა ქვეყნის ცნობილი კონსტიტუციონალისტები და საზოგადო მოღვაწეები 2009-2011 წწ. საზოგადოებრივმა საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა კონსტიტუციის სრულიად განახლებული, საქართველოსთვის უფრო დაახლოებული და მისაღები რედაქცია, რომელიც თავისუფალი იყო ყველა პოლიტიკური და პარტიული ინტერესისგან. კონსტიტუციის ახალი რედაქციის ვერსია კომისიის 17 წევრის ავტორობით ქართულ და ინგლისურ ენებზე 2010 წლის 9 აპრილს გამოიცა წიგნად (საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის განვრცობილი კონცეფცია, თბილისი, 2010 წ. 9 აპრილი, ISBN 978-9941-0-2364-4). 

9

 

2013 წლის 4 ოქტომბერს, დილის ათ საათზე, პროფესორი გიორგი ხუციშვილი აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კომისიის დანიშნულ სხდომაზე დასასწრებად ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე–4 კორპუსში მივიდა. სხდომის დაწყებიდან ხუთ წუთში (10:10 სთ.) გიორგი ხუციშვილი, მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა 64 წლის ასაკში. ამის შესახებ ინფორმაცია მყისიერად გავრცელდა ყველა მედია საშუალებით. მისი მგლოვიარე ოჯახი და ორგანიზაცია სამძიმარს თვეების მანძილზე ღებულობდა საქართველოსა და მსოფლიოს მრავალი კუთხიდან. ათეული წლების განმავლობაში გიორგი ხუციშვილს ყოველდღიური კავშირი ჰქონდა საზოგადოებასთან უამრავი საგაზეთო, ტელე, რადიო ინტერვიუთი და წერილებით.

 

ხალხისათვის სიმართლის თქმა და ყველა სირთულის, კრიზისისა თუ გასაჭირიდან გამოსავლის მშვიდობიანი გზების ჩვენება მისი მთავარი ამოცანა იყო.

 

გიორგი ხუციშვილის შესახებ:

 

1996-1997 - ვინ ვინაა საქართველოში, პირველი გამოცემა, გამომცემლობა დიოგენე, 1997 წ.

 

1996 - პროფესორი გიორგი ხუციშვილი საქართველოს პრზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ წარადგინა საქართველოს პირველ სახალხო დამცველად. საქართველოს 250-მანდატიანმა პარლამენტმა კენჭი უყარა. საქართველოს პარლამენტმა გიორგი ხუციშვილი პირველ სახალხო დამცველად არ აირჩია.

 

1997 – საპატიო ლიდერთა საერთაშორისო საძიებელი, ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტი;1998 – ვინ ვინაა საერთაშორისო საძიებელი, საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრი, კემბრიჯი, დიდი ბრიტანეთი;

 

1998-1999 - ვინ ვინაა საქართველოში, მეორე გამოცემა, ქართული ბიოგრაფიული ლექსიკონი; ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, 1999 წ.;

 

2001-2002 - ვინ ვინაა საქართველოში, მესამე გამოცემა, ქართული ბიოგრაფიული ლექსიკონი; ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, 2002 წ.

 

2007 წ. - საქართველოს სამოქალაქო სექტორმა გიორგი ხუციშვილის კანდიდატურა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად წარადგინა. მას რეკომენდაცია საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმაც გაუწია. საქართველოს პარლამენტმა გიორგი ხუციშვილი სამეურვეო საბჭოს წევრად არ აირჩია.

 

2008 - რადიო თავისუფლების დღიურები. რადიო "თავისუფლება", 2009 წ.

 

საპატიო წოდებები, ჯილდოები, პრემიები, პრიზები:

 

1990 წელს მიენიჭა ატლანტის (ჯორჯიას შტატი, აშშ) საპატიო მოქალაქის წოდება;

 

1993 წელს აირექსის (IREX) პროგრამაში გაიმარჯვა;

 

1993 წელს გახდა ნატო–ს პირველი სტიპენდიანტი საქართველოში;

 

1994 წელს მისი საქმიანობის გაგრძელება სტენფორდის უნივერსიტეტში (აშშ) დამატებით 1 წლით დიდმა მეცენატმა დევიდ პაკარდმა დააფინანსა;

 

1995 წელს საქართველოს კულტუროგრამას შემუშავებისათვის მადლობის სიგელი გადაეცა დ. კენედის სახ. საერთაშორისო კვლევების ცენტრისა და კულტუროგრამას ცენტრის მიერ (აიოვას შტატი, აშშ);

 

2006 წელს მიენიჭა ლოსანჟელესის (კალიფორნიის შტატი, აშშ) საპატიო მოქალაქის წოდება;

 

2008 წელს მადლობის სიგელი გადაეცა "მომავლის გზის" მიერ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის გაწეული დახმარებისთვის;

 

2008 წელს საქართველოში ეთნოსთაშორისი ტოლერანტობის ხელშემწყობ საქმეში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა გამარჯვებული კონკურსანტი ბავშვის მიერ შესრულებული ნახატი ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველოს" მიერ;

 

2009 წელს გიორგი ხუციშვილს და მის ორგანიზაციას კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევით ცენტრს გადაეცა წლის ტოლერანტის სიგელი სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისაგან.

 

2010 წელს მიენიჭა მშვიდობის ელჩის წოდება მშვიდობის მსოფლიო ფედერაციისგან;

 

2013 წელს 15 ნოემბერს გიორგი ხუციშვილს გარდაცვალების შემდეგ გადაეცა სახალხო დამცველის ჯილდო წლის ტოლერანტი ადმიანის წოდების მინიჭებასთან ერთად.

 

აკადემიური საგანმანათლებლო საქმიანობა:

 

1974-1986 წწ. – კლასიკური ფილოსოფია, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

 

1983–1986 წწ. – სიმბოლური ლოგიკა, თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი;1980–1993 წწ. – კლასიკური ფილოსოფია ინგლისურ და რუსულ ენებზე, თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი;

 

1987–1991 წწ. კონფლიქტების გადაწყვეტის საფუძვლები, თბილისის ბიზნეს სკოლა, (ამჟამად–თავისუფალი უნივერსიტეტი);

 

1988–1991 წწ. – ბიზნეს ინგლისური; თბილისის ბიზნეს სკოლა/ESM; (ამჟამად–თავისუფალი უნივერსიტეტი);

 

1994–1996 წწ. – თანამედროვე მეცნიერების საფუძვლები (ინგლისურ ენაზე) სინქრონის კურსები თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი;

 

1996–1997 წწ. – შესავალი სოციოლოგიაში (ინგლისურ ენაზე); ჰავაის ამერიკული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი;

 

1999–2001 წწ. მშვიდობის მშენებლობა და კონფლიქტების მენეჯმენტი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

 

1994–2006 წწ. კონფლიქტის თეორიები (საბაკალავრო და მაგისტრის სტუდენტებისთვის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

 

2007–2011 წწ. კონფლიქტის საერთაშორისო ანალიზი, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთათვის, თავისუფალი უნივერსიტეტი.

 

 პერსონალური ჩართულობა, კონფლიქტის ზონებში მუშაობა, მედიაცია:

 

აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი; კვიპროსი (ჩრდილო და სამხრეთი ნაწილები); კოსოვო და სერბეთი; მინდანაო (ფილიპინები); ბასკეთი (ესპანეთი); მოლდოვა და დნესტრისპირეთი; შრი ლანკა; ბოსნია და ჰერცოგოვინა; ჩრდილო ირლანდია; ჩრდილო კავკასიის რეგიონები; იერუსალიმი, დასავლეთი სანაპირო; ლიბანი (ახლო აღმოსავლეთი) და სხვ.

 

პუბლიკაციები:

 

20 მონოგრაფიის ავტორი, თანაავტორი და/ან რედაქტორი-შემდგენელი; ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამოქვეყნებული 200-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი ან თანაავტორი, 1 გამოქვეყნებული მოთხრობისა და მრავალი პუბლიცისტური წერილის ავტორი. (იხ. ბიბლიოგრაფია).

 

ბიბლიოგრაფია:

 

Books (20 altogether: author, co-author, editor, publisher):

 

 

2013 - Research Paper "Russia-Georgia: reciprocal perception" (editor, head of research group), ICCN, Tbilisi, 2013. ISBN: 978-99940-805-5-7; (in Russian and English languages);
2013 - A Life dedicated to and Idea (author, editor and publisher). Tbilisi, 2013, The book is dedicated to the life and works of a renowned Georgian inventor Shota Khutsishvili whose main invention still awaits its proper assessment and recognition. ISBN: 978-9941-0-5443-3, (in Georgian, Russian and English languages);
2013 - The Diary of one seminarian, 1879-1882, Alexander Kipshidze (Proneli), (publisher), Tbilisi, 2013, ISBN 978-9941-0-5831-8; (in Georgian language);
2011 - Letters to the Family (1937-1957), (publisher), Tbilisi, 2011, ISBN: 978-9941-0-2697-3, (in Georgian language);
2010 - Russia and Georgia: The Ways Out of the Crisis; Россия и Грузия: Пути выхода из кризиса (editor and co-author). Tbilisi: ICCN & GPPAC, ISBN: 978-99940-805-0-2 (in English and Russian languages);
2010 – In co-authorship, Authots: O.Benidze, O.Gamkrelidze, Ek.Gasitashvili, N.Gvenetadze, G.Inauri, V.Loria, L.Mukhashavria, M.Turava, M.Ugrekhelidze, Z.Koridze, Z.Kutsnashvili, N.Tsikhistavi, V.Dzabiradze, V.Khmaladze, G. Khutsishvili, Z.Jinjolava, Z.Jibgashvili - Enlarged Concept of a New Version of Georgian Constitution, Tbilisi, 2010, Georgia. ISBN 97-9941-0-2364-4, (in Georgian and English languages);
2008 - Civil Society and the Rose Revolution in Georgia (editor and co-author), Tbilisi: Cordaid & ICCN, ISBN: 978-99928-824-6-7, (in English & Georgian languages);
2008 - Minorities in Georgia: Situational Analysis [Internally Displaced People, Muslim Meskhs, Religious Minorities, Ethnic Minorities] (co-editor). EED & ICCN: Tbilisi ISBN: 9789992882-4-1-2, (in Georgian and English languages);
2003 - Terrorism: What Should We Know About It? Tbilisi: ICCN & Friedrich Naumann Foundation ISBN: 99928-937-9-6, (in Georgian and Russian languages);
2003 - In co-authorship with Feride Zurikashvili, Guguli Magradze, Nani Chanishvili, Revaz Jorbenadze. Conflict, Gender and Peacebuilding. Second Edition, UNIFEM: New York & Tbilisi, ISBN: 99928-0-692-3, (in Georgian language);
2002 - The Abkhazia Problem Reflected by Public Opinion: Findings of the Sociological Surveys in Georgia (2001-2002). Tbilisi: ICCN (editor), ISBN: 99928-937-6-1, (in Georgian, Russian and English languages);
2002 - In co-authorship with Nani Chanishvili, Revaz Jorbenadze, Guguli Magradze, Feride Zurikashvili. Conflict, Gender and Peacebuilding. First Edition, UNIFEM: New York & Tbilisi, ISBN: 99928-0-425-4, (in Georgian language);
2002 - Prospects of Conflict Resolution in the South Caucasus: Findings of Sociological Surveys (editor and co-author). Tbilisi: ICCN & Friedrich Ebert Stiftung, ISBN: 99928-937-2-90 (in Russian and English language);
2001 - George Khutsishvili, Rusudan Mshvidobadze, George Nizharadze. Integration and Conflict Resolution in the South Caucasus: Reality or Illusion? (Findings of Sociological Surveys). Tbilisi: ICCN, ISBN: 99928-824-8-3 (in Russian language with English Summary);
2000-2001 - How to Resolve Conflicts (ICCN Peace Education Series I-IV, editor). Tbilisi: ICCN, (I - ISBN: 99928-824-9-2; II - ISBN: 99928-824-8-4; III - ISBN: 99928-824-2-5; IV - ISBN: 99928-824-4-1), (in Georgian language);
1999 - Restoring the Culture of Peace in the Caucasus: A Human Solidarity Document (editor), by Marina Pagava. Tbilisi: ICCN, ISBN: 99928-58-13-3, (in Georgian and English language);
1998 - Understanding Conflict. Tbilisi: ICCN (editor & co-author); ISBN 99928-58-07-9, (in English language);
1997 - Developing a Regional Security Concept for the Caucasus. Materials of the NATO-ICCN Workshop (chair & co-author, ed). Tbilisi: ICCN, (in Georgian and English language);
1989 - Genesis of the Structure of Theoretical Thinking. Tbilisi: Academic Press, 1989, ISBN: 5-520-00219-3, (in Russian language);
1981 - The Problem of the Infinite in the Light of Modern Science. Tbilisi: Academic Press, 1981, X/10503/M607(06)-81/192-81, (in Russian language).

 

Selected Articles in Journals, Chapters in Books, Published Papers:

 

Fiction:

 

S.O.S. (psychological story). На холмах Грузии (Литературный альманах). Tbilisi, №12. 2010. Reprinted from Filosofskaya i Sociologicheskaya Mysl. (Publication of the Ukraine Academy of Sciences) Kiev, #11, 1991. Originally published in the collection of Georgian writers "The House under the Plane Trees". Tbilisi: Merani Publishers, 1988. Reprinted twice in Russian and once in Ukrainian; unpublished English translation made in USA is available from the author;

 

Philosophy of Science, Religion and Art:

 

2002 - Dali's Stairway to Heaven, or the Sacred Geometry of the Cross. Peace Times (quarterly bilingual magazine), #4, 2002. ICCN: Tbilisi;

 

Multi-Media and Encyclopedia Articles:

 

1996-2004 CultureGram: Republic of Georgia. (CultureGrams are published by Axiom Press), also available at www.culturegrams.com and Microsoft Encarta World Encyclopaedia CD-ROM;

 

Selected Interviews & articles in newspapers (exclusive interviews or extensive quotes):

 

2013 - The Abkhazia and South Ossetia Divides in the Light of Russia-Georgia Dialogue: A Delayed Triangulation instead of a Failed Tetragon. In J. Tsiskarishvili's (ed.) Georgia's Heartbeat: Developments since 2012 Parliamentary Elections. Tbilisi: FES & IEC;
2013 – The Reciprocal Impact of Unresolved Conflicts on the Process of Democracy Building – Georgia in the Regional Context. In The South Caucasus 2018: Facts, Trends, Future Scenarios. Tbilisi: KAS;
2012 - Will Election Year Work as a Reset Button for Georgian Democracy? Democracy and Freedom Watch, 27.01.2012 www.dfwatch.net;
2010 - Карабахская проблема: взгляд из Грузии. В сборнике: От Майендорфа до Астаны: принципиальные аспекты армяно-азербайджанского нагорно-карабахского конфликта. Москва: МГУ;
2010 - Contemporary Russia-Georgia Relations: the Orwellian Power Phenomenon in 21st Century (Современные российско-грузинские отношения: орвеллианский феномен власти в XXI веке). In Russia and Georgia: The Ways Out of the Crisis. Tbilisi: ICCN & GPPAC (in English & Russian);
2010 - The Potential of Public Diplomacy in the Post-War Environment: The Case of Georgian-Ossetian Conflict. Published on the official website of the Institute of Conflict Analysis and Resolution (ICAR), George Mason University (GMU).www.icar.gmu.edu;
2010 - At Work in the Caucasus. In co-authorship with Susan Allen Nan and Lira Kozaeva. Published on the official website of the Institute of Conflict Analysis and Resolution (ICAR), George Mason University (GMU).www.icar.gmu.edu;
2010 - Words are not Enough: Georgia Must Remember the "Action' in its Plan. The Caucasus Security Insight. Published online in English and Russian by the International Institute for Strategic Studies (IISS) in London, U.K., #2. www.iiss.org;
2010 - A Georgian Conundrum: Ten Versions on the August 2008 War. In: Conflict in Post-Soviet Europe. The South Caucasus: Are There Scenarios for Resolution? Berlin: Federal Foreign Office;
2010 - Georgia's Security Dilemma in the Light of Post-August Realities. In Georgia, 2009: Post-War Challenges and Perspectives. Tbilisi: FES & Independent Experts' Club;
2009 - Georgia's Degenerative Transition. In Michael Emerson and Richard Youngs (eds), Democracy's Plight in the European Neighbourhood, Brussels: CEPS & FRIDE;
2009 - Synthesis Paper: Georgian and Abkhaz Perspectives on Human Security and Development in Conflict-Affected Areas (A Policy Research Initiative), Madrid: CITpax & EC;
2009 - The Concept of Tolerance in Contemporary Georgian Thinking. In Nugzar Bardavelidze, ed. Research for Religious Studies. Vol. 1-2. Georgia: Religion and Modernity. Tbilisi: Sulhan Saba Institute (pp.32-36);
2008 - The David and Goliath Syndrome in Georgia-Russia Relations. www.iccn.ge (Director's Column);
2008 - Proportions of Disproportion in Crisis: Russia-Georgia Confrontation and its Regional Consequences. Abstracts of the 16th International Conference on Central Asia and the Caucasus Confrontation in the Caucasus: Roots, Dimensions and Implications. The Institute for Political and International Studies (IPIS), Tehran, October 28-29, 2008;
2007 - Unresolved Conflicts in Georgia: Deadlocks, Oxymorons and Strategies, Regional Security Issues, (edited by Gayane Novikova), Yerevan: SPECTRUM;
2006 - The Abkhazia and South Ossetia Cases: Spoilers in the Nearly Collapsed Peace Process, in Edward Newman and Oliver Richmond. eds. "Challenges to Peacebuilding: Managing Spoilers During Conflict Resolution". Tokyo - New York - Paris: United Nations University Press;
2004 - Urban Population of Georgia on Religion-related Issues: Results of the Sociological Research. In co-authorship with George Nizharadze et al. In The Role of Orthodoxy in the States and Communities of Georgia and Russia (Materials of the Georgian-Russian Conference). Tbilisi: Heinrich Boell Foundation (In Russian);
2002 - Ethnic Conflict in Georgia, in co-authorship with Neil MacFarlane, in S.A. Giannakos, ed., "Ethnic Conflict: Religion, Identity and Politics". Athens: Ohio University Press/Swallow Press;
2001 - Ethnic and Religious Conflict, Internal Displacement, and Human Rights, in "Local Government Reform Initiative: Baseline Assessment Georgia", prepared by Ritu Nayyar-Stone et al. Washington, DC: The Urban Institute;
2000 - What Freezes and What Unfreezes Conflicts? www.sef-bonn.org;
2000 - The Kosovo Conflict: The Balkans and the Southern Caucasus, in co-authorship with Albrecht Schnabel, in "Kosovo and the Challenge of Humanitarian Intervention: Selective Indignation, Collective Action, and International Citizenship" (Albrecht Schnabel and Ramesh Takur, Eds.). Tokyo – New York - Paris: United Nations University Press, 2000 (The American Library Award 2002);
1999 - Georgia's Security Problem and the Post-Soviet Prospect, written for the final book of the project "Integration and Disintegration in FSU: Implications for Regional and Global Security" (Terry Hopmann, Stephen Shenfield, Dominique Arel, eds), Providence, RI: Brown University;
1999 - How can Citizen Diplomacy Succeed When Official Diplomacy Fails? In V.Keshelava, ed. Proceedings of the International Conference-Seminar on Ethnic Cleansing in Abkhazia, Tbilisi, July 6-7, 1999;
1999 - Actual Situation of Georgia in 1998, Georgica, published in Amsterdam, Holland, June, #4, 1999;
1998 - The Caucasus and Europe, The Analysis of Current Events (ACE), Publication of the Association for the Study of Nationalities. New York, May 1998;
1998 - Towards an Inclusive Interpretation of Conflict, in George Khutsishvili, ed, "Understanding Conflict". Tbilisi: ICCN;
1998 - The Country Between Assaults. Perspective (Published by the Institute for the Study of the Conflict, Ideology and Policy at Boston University), March-April 1998;
1997 - The OSCE and Conflict in Georgia, in Neil MacFarlane and Oliver Thraenert, eds. "Balancing Hegemony: The OSCE in the CIS". Kingston: Queen's University Press;
1997 - Towards a More Secure Caucasus, with Brief Introduction to the Caucasus, in George Khutsishvili, ed. "Developing a Regional Security Concept for the Caucasus", Final Report of NATO-ICCN Workshop. Tbilisi: ICCN ;
1997 - On the Outskirts of Empire. WarReport (Publication of the Institute for War and Peace Reporting). London, June-July 1997;
1996 - Consolidation or New Conflict? WarReport. London, June 1996;
1994 - Democracy or National-Sozialismus? (Russia's Choice and the Post-Soviet Prospect). Contention (Debates in Society, Culture and Science; Nicki Keddie, ed.). Published by Indiana University Press, Vol.4, #1, Fall 1994;
1994 - Intervention in Transcaucasus. Perspective. Boston, February-March 1994;
1994 - Nationalism: Isolation and Integration Trends (The Case of Georgia), in "Ethnicity, the State and Security" (Materials of the Minnesota-Stanford-Wisconsin MacArthur Consortium on International Peace and Co-operation), February 1994;
1991 – Conflicts and the People. – Politics, 3.4.1991 #ISSN 0130-2888, Tbilisi. The journal of the Suprime Council of Republic of Georgia.
1989 - енезис структуры теоретического мышления. Тбилиси: "Мецниереба", 1989. – 184 с. /12,72 п.л./.
1988 - Идея метакультуры в романе Г.Гессе "Игра и бисер". – "Философские науки", №12, 1988. – c. 43-52.
1985 - Генетический подход к исследованию фундаментальных методологических понятий. В кн.: Методологические вопросы философии и науки. – Тбилиси: изд-во ТГУ, 1985. –  c. 77- 109.
1984 - Об особенностях математического способа мышления. В кн.: Философские/ методологические / семинары. Опыт, проблемы, перспективы. - Москва: "Наука", 1984. – c. 287- 300.
1984 - Методологические исследования в условиях научно-технической революции. В кн.: Методологические семинары: задачы, опыт, перспективы развития. – Тбилиси; "Сабчота Сакартвело", 1984. – с. 16-34 /на груз.яз./.
1983 - О методологических основах исследования структурного континуума материи. В кн.: Эволюция материи и её структурные уровни /Диалектика в науках о природе и человеке, т. 2/. – Москва: "Наука", 1983. – c. 395 – 399.
1982 - Границы и перспективы системного подхода. В кн.: Материалы республиканской научной конференции «Философские и методологические вопросы системного подхода». Тбилиси: 1982. – с. 7 /на гр.яз./.
1982 - А. C. Кармин. Познание бесконечного. – М.: Мысль, 1981.– 232 с. /рецензия/. – «Философские науки», №2, 1982. – с. 181-183.
1982 - Философский анализ проблемы бесконечности в математике. – "Философские науки", №3, 1982. - с. 71–79.
1982 - Методология науки как система. В кн.: Структура и развитие научного знания. Системный подход к методологии науки / Материалы к VIII Всесоюзной конференции "Логика и методология науки"/. - Москва: 1982. – с. 239-240.
1982 - Соотношение общенаучного понятия "структура" с философскими категориями "связь" и "отношение". В кн.: Общенаучные понятия и материалистическая диалектика / Межвузовский сборник "Проблемы диалектики", Выпуск XI/. - Ленинград: изд-во ЛГУ, 1982. – с. 77-81.