3e883cee-80c7-4c01-82fe-dd7763d1cf52
cooltext209862574333554
cooltext165709977650164
1920x1080-white-solid-color-background
1920x1080-white-solid-color-background
c5949b98a954ba20a6a6d17790280cde_xl

მირები საზღვრებს გარეშე

ამ წიგნის ქართულ ენაზე მომზადების იდეა დენიელ ბათრისთან, ამ წიგნის ავტორთან მორიგი შეხვედრისას გაგვიჩნდა.   დენიელ ბათრი არის საერთაშორისო კონსულტანტი მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხებში. დენიელი ამერიკის ბაპტისტური ეკლესიის ღვთისმსახურია. იგი უკანასკნელი ათი წლის მანძილზე უძღვება სამშვიდობო პროგრამას და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეხმარება მშვიდობისმყოფელებს. დენიელ ბათრი ავტორია მშვიდობისა და საეკლესიო თემატიკაზე დაწერილი არაერთი წიგნისა და სატრენინგო სახელმძღვანელოსი. მისი სახელმძღვანელო "კონფლიქტის ტრანსფორმაცია" თარგმნილია არაბულ, ჩინურ, ბირმულ, ესპანურ ენებზე.   დენიელ ბათრი საქართველოსთან უკვე მერვე წელია თანამშრომლობს. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრში იგი უძღვებოდა ტრენინგების ციკლსა და შეხვედრებს.   ჩვენ გარკვეული ხნის განმავლობაში ვფიქრობდით ეთნიკურად და რელიგიური ნიშნით განსხვავებული ხალხების და მათი ცალკეული წარმომადგენლების დადებითი ურთიერთობის სანიმუშო მაგალითების მოძებნას და მათ პუბლიკაციას. ბათრის წიგნმა ახალი იმპულსი მოგვცა და როდესაც მანN შემოგვთავაზა ამ თემისადმი მიძღვნილი თავისი კრებულის საქართველოში გამოცემა, ჩვენ ენთუზიაზმით შევუდექით თარგმანს.   წიგნი "გმირები საზღვრების გარეშე" იმ ადამიანებზეა, რომლებმაც თავიანთი მტკიცე რწმენისა და პიროვნულ სიდიადეზე დაყრდნობით გადააბიჯეს ეთნიკურობის და რელიგიის პირობით ჩარჩოებს, თავი დადეს "სხვისთვის" და მთელი თავიანთი მოღვაწეობით ჰუმანიზმის და ადამიანთა დაახლოების იდეალებს ემსახურებოდნენ.   მათი ცხოვრება რთული, ხშირად ტრაგიკული და მტივნეული გამოცდილებებით სავსე იყო. მათი ქცევა კი, სხვებისთვის გამოწვევა. ისინი არ უშინდებოდნენ რთულ გარემოებებს, ხალხებსა და რელიგიებს შორის მწვავევე დაპირისპირებას, სიძულვილს და გაუცხოებას, არ უშინდებოდნენ პირდაპირ მუქარას მათ მიმართ, "თავისიანების" მხრიდან გარიყვის საფრთხეს, ტყვიებს, გაზის კამერებსა თუ წამებას. ამიტომ ისინი გმირები არიან.   როდესაც ტექსტზე მუშაობას შევუდექით, გაგვიჩნდა დანაკლისის გრძნობა, რადგან წიგნში არ იყო შესული არც ერთი ადამიანი, გმირი ჩვენთვის ახლობელი – აღმოსავლეთ ევროპის სივრციდან. ბათრიმ თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ დაგვემატებინა ასეთი ადამიანები. ამ გამოცემაში შევიყვანეთ რამდენიმე გმირი, რომელიც თავისი მოღვაწეობით წიგნისთვის შერჩეულ კრიტერიუმებს შეესაბამებოდა. აქ საქართველოსთვის საამაყო ადამიანებიც არიან.  ასევე შევარ- ჩიეთ ამ თვალსაზრისით გამორჩეული რუსი მოღვაწეც.   იმედი გვაქვს, რომ თქვენც გატაცებით წაიკითხავთ ამ არაჩვეულებრივი ადამიანების ბიოგრაფიებს და გაგიჩნდებათ სურვილი, გაუზიაროთ სხვებს.   აქვე მადლობა გვინდა ვუთხრათ იმ ადამიანებს, ვინც აქტიურად და ინტერესით ჩაერთო ამ წიგნის მომზადებაში. პირველ რიგში დენიელ ბათრის, რომელმაც ეს წიგნი შექმნა და კეთილი ნება გამოიჩინა, რომ ის ქარ- თულად გვეთარგმა და გამოგვეცა; საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision-s, რომელიც დაინტერესდა ამ პროექტით და ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა;  ბატონ ნუგზარ პაპუაშვილს და ბექა მინდიაშვილს დამატებითი ტექსტების მომზადებისათვის; მთარგმნელთა ჯგუფს "კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრიდან", რომლებმაც ძალიან სწრაფად და მოტივირებულად იმუშავეს ამ წიგნისათვის საბოლოო სახის მისაცემად.