3e883cee-80c7-4c01-82fe-dd7763d1cf52
cooltext209862574333554
1920x1080-white-solid-color-background

გიორგი ხუციშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა

1920x1080-white-solid-color-background
6febd4c4384e8f172d72aaeb470b230f_xl

19 სექტემბერს "კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის" ოფისის შენობაზე, ივანე მაჩაბლის #5-ში პროფესორ გიორგი ხუციშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. ღონისძიებას ოჯახის წევრებთან ერთად აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ექსპერტები, ქართველი და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.   მემორიალური დაფის გახსნის შემდეგ "კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა" მოწვეული სტუმრებისთვის ორგანიზაციის 20-წლიანი საქმიანობის აღსანიშნავად პრეზენტაცია გამართა.   "კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის მაია კაციტაძის განცხადებით, ცენტრი წელს 20 წლის უიბილეს აღნიშნავს და საიუბილეო თარიღის ფარგლებში დაგეგმილია სხავასხვა ღონისძიებები და აქტივობები რომელიც აგრეთვე გიორგი ხუციშვილის ხსოვნას მიეძღვნება.   მემორიალური დაფის გახსნა მშვიდობის დღის და ორგანიზაციის 20 წლის იუბილის აღსანიშნავად გაიმართა.   კონფლიქტებისა და მშვიდობის მეცნიერების დარგის საქართველოში დამკვიდრებასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გიორგი ხუციშვილის მემორიალური დაფის გახსნას ამ დღეს სიმბოლური დატვირთვა აქვს - განაცხადა მაია კაციტაძემ.

გიორგი ხუციშვილი ( დაიბადა 15 ნოემბერი 1948, თბილისი - გარდაიცვალა 4 ოქტომბერს, 2013, თბილისი) – მეცნიერი, ფილოსოფოსი, კონფლიქტოლოგი, საზოგადო მოღვაწე; 1994 წელს დააარსა დამოუკიდებელი ორგანიზაცია კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCNN), 1995-2013 წლებში გამოსცემდა ჟურნალებს: "დრო მშვიდობისა", "კონფლიქტები და მოლაპარაკებები", "კონფლიქტის ალტერნატივა" და სხვა.   წლების მანძილზე იგი მიწვეული იყო და პროფესორად მუშაობდა საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. გიორგი ხუციშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თეორიული აზროვნებისა და უსასრულობის არსის კვლევაში ფილოსოფიისა და მათემატიკის ურთიერთმიმართების საფუძველზე