3e883cee-80c7-4c01-82fe-dd7763d1cf52
cooltext209862574333554
cooltext165709977650164
1920x1080-white-solid-color-background
cooltext170860572586196
1920x1080-white-solid-color-background
64f1bd36159ab528d3f0e600c8367f84_xl

გენდერული თანასწორობის სახელმძღვანელო პრინციპები

აღნიშნული პუბლიკაცია წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთათვის გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის იმპლემენტაციის გაადვილების და კანონის ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალური გამოყენებისათვის. სახელმძღვანელო დოკუმენტი შემუშავდა დმანისის, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებისათვის.

გენდერული თანასწორობის შესახებ კანონის ერთ-ერთი მიზანია, გაიზარდოს ქალების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მათ ადგილობრივ დონეზე მიეცეთ შესაძლებლობა ჩაერთონ თემის განვითარების პროცესში. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში გადაწყვეტილების მიღებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა ახალი მუნიციპალური სერვისი ქალთა ოთახების სახით. აქ წარმოდგენილი დოკუმენტი დახმარებას სთავაზობს თვითმართველობის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით, გამგეობის რწმუნებულებს,
რომლებიც უშუალოდ სოფლების მოსახლობასთან მუშაობენ გენდერული თანასწორობის მიზნის მიღწევაში.