3e883cee-80c7-4c01-82fe-dd7763d1cf52
cooltext209862574333554
1920x1080-white-solid-color-background

გენდერი და მასკულინური გამოვლინებები

1920x1080-white-solid-color-background
668fe285e7b87ea59a0ba9aff307fa0b_xl

შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციის გლობალური ქსელის (GPPAC) ორგანიზებით, 28–31 მაისს, ჰააგაში გაიმართა სემინარი თემაზე "გენდერი და მასკულინური გამოვლინებები". ქსელის მუშაობას სამხრეთ კავკასიაში კოორდინაციას კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (iccn) უწევს.

სემინარის მიზანი იყო, გენდერის ფაქტორის გათვალისწინებით, ძალადობის წინააღმდეგ მომუშავე ქალებისა და მამაკაცების ერთობლივად მუშაობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება.

შეხვედრაზე განიხილებოდა ქსელის პოლიტიკა გენდერის კუთხით, კერძოდ, გენდერული სტრატეგიის შემუშავება პიროვნულ, ორგანიზაციულ და საზოგადოებრივ დონეზე.

სემინარის პარალელურად, მშვიდობის მსოფლიო პროექტის ინიციატივით,  საჯარო დისკუსია გაიმართა კონცეფციებზე: "ძალადობის წინააღმდეგ აქტიური ქმედება გენდერის ფაქტორის გათვალისწინებით" და "მამაკაცები – ქალთა სამშვიდობო მოძრაობის მოკავშირეები".
ღონისძიება მიეძღვნა მშვიდობისა და განიარაღებისათვის  ქალთა საერთაშორისო დღეს (24 მაისი). დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს ამ კუთხით საკუთარ საქმიანობასა და  გამოცდილებაზე.