3e883cee-80c7-4c01-82fe-dd7763d1cf52
cooltext209862574333554
1920x1080-white-solid-color-background

განიარაღება და მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში

1920x1080-white-solid-color-background
64cf547a8aac0c429c1de171c29426f0_xl

28 იანვარს,კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრისა (ICCN) და მრავალ არხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი–საქართველოს მიერ ორგანიზებულ კონფერენცია გაიმართა რომელიც წარმოადგენს გრძელვადიანი ინიციატივის – "განიარაღება და მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში" პირველ ეტაპს.

 

აღნიშნულ კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში მშვიდობის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის პოტენციური თანამშრომლობის პერსეპექტივების ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა ეკოლოგიური და ეკონომიკური უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, თუ რა როლი შეიძლება იქონიოს საქართველომ აღნიშნული მიმართულებით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში.

 

კონფერენცია გაგრძელდა მთელი დღის განმავლობაში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღებეს სამხედრო, გარემოს დაცვისა და ეკონომიკურ ექსპერტებმა და აგრეთვე, საერთაშორისო საზოგადოებამ.

 

კონფერენციაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

 

1) იარაღის საყოველთაო გაუვრცელებლობა;

 

2) იარაღით ვაჭრობის შემცირების გზები;

 

3) საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის გავლით იარაღით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა;

 

4) ძირითადი პრობლემები და გამოწვევები იარაღის გაუვრცელებლობის საკითხში;

 

5) აღნიშნული პრობლემების დაძლევის გზები;

 

6) რეგიონისათვის საერთო პრიორიტეტების განსაზღვრა გარემოს დაცვის კუთხით;

 

7) ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისათვის კონკრეტული გზების მოძიება.

 

კონფერენციის დასასრულს მონაწილეები შეთანხმდენენ, რომ შეიქმნება სამოქალაქო მონიტორინგის ინსტირტუტი, რომელიც განახორციელებს მონიტორინგს იარაღის გაუვრცელებლობის, უკანონო ვაჭრობის, ეკოლოგიისა და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე.