3e883cee-80c7-4c01-82fe-dd7763d1cf52
cooltext209862574333554
1920x1080-white-solid-color-background
გავერთიანდეთ ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 
1920x1080-white-solid-color-background
1a0ade594615258bb3adf62b1e1130bb_xl

6 დღიანი აქტივიზმი გენდერული ხასიათის ძალადობის წინააღმდეგ, როგორც მთელს მსოფლიოში მიმდინარე კამპანია ჩამოყალიბდა 1991 წლიდან. კამპანია ტრადიციულად 25 ნოემბერს – ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო დღით იწყება და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს სრულდება. ამ პერიოდში, ცალკეული ადამიანები და ადამიანთა ჯგუფები, მთელ მსოფლიოში, ღონისძიებებს მართავენ და გამოხატავენ თავიან მიუღებლობას ყოველგვარი ძალადობის არსებობასთან დაკავშირებით ქალებისა და გოგონების მიმართ.

 

შეაფერადე ნარინჯისფრად მსოფლიო 16 დღეში!

 

გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებას ყოველი თვის 25 რიცხვი გახდეს „ნარინჯისფერი“ ემსახურება ყურადღების კიდევ ერთხელ მიპყრობას ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის შემაშფოთებელ გამოვლინებებზე სახლებში, სკოლებში სამუშაო ადგილებზე და საზოგადოებრივ ადგილებში. წლევანდელი „ ნარინჯისფერი“ კამპანია მოუწოდებს მოქმედების გამსხვილებისა და სოციალური მედიის მაქსიმალური გამოყენებისკენ. ჩვენ, ყველას შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი ონლაინ პლათფორმები, რათა გამოვიწვიოთ ძალადობის წინააღმდეგ აქტივიზმის „ქარიშხალი“. მით უმეტეს, რომ წლევანდელი კამპანია ხაზგასმით აპროტესტებს ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობას კიბერსივრცეში.

 

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN) ყოველწლიურად აღნიშნავს 16 დღიან კამპანიას და თავისი პროექტების ფარგლებში მართავს გენდერული ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების აქციებს, კონკურსებს, საგანმანათლებლო ღონისძიებებს.

 

ICCN-ი ეხმიანება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ წლევანდელ კამპანიას და უხმობს პარტნიორებს და მისი პროექტის – „ძალა ჩვენშია: განვითარება მშვიდობის, მრავალფეროვნებისა და გენდერული თანასწორობისთვის“, რომელსაც მხარს უჭერს Brot für die Welt – მონაწილეებს, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გორიდან, ახალციხიდან და ზუგდიდიდან, ჩაერთონ სამოქალაქო აქტივიზმში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ: გამოიყენონ სოციალური ქსელები, ელექტრონული და ბეჭდური მედიის საშუალებები ქალთა და გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციისთვის.

 

ეს კი კვლავ საჭიროა, თუნდაც იმიტომ, რომ :

 

 

 

  • მსოფლიოში 3 დან 1 ქალი, ან გოგონა ცხოვრების მანძილზე ძალადობის მსხვერპლი ხდება;

  • ევროპის ქვეყნებშიც კი ქალების 40–50% სამუშაო ადგილებზე სექსუალურ იძულებას განიცდის;

  • 3 დან 1 გოგონას 18 წლამდე ათხოვებენ.