3e883cee-80c7-4c01-82fe-dd7763d1cf52
cooltext209862574333554
1920x1080-white-solid-color-background
გოგი ხუციშვილი ლუკაშენკოს განცხადებების უკან სააკაშვილის კვალს ხედავს 
1920x1080-white-solid-color-background
949f13c1df30a468b76afab5b994011b_xl

ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს დახმარებით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ჩიხში შეყვანას ცდილობს. ამის შესახებ კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა, გოგი ხუციშვილმა, ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა.

მისი განმარტებით, ლუკაშენკოს მხრიდან გამოთქმულ ვარაუდს სხვა მიზანი ჰქონდა.

"ვარაუდი გამოთქმული იყო არა იმიტომ, რომ ამაზე სააკაშვილი მართლაც წამსვლელია, არამედ იმიტომ, რომ ივანიშვილი რთულ მდგომარეობაში ჩააყენოს", - განაცხადა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, ლუკაშენკომ ევროპული და აზიური მედიის ფორუმზე დღეს დსთ-ში საქართველოს დაბრუნების სურვილი გამოთქვა. მისი თქმით, 1 იანვრიდან დსთ-ს თავმჯდომარე ქვეყანა ბელორუსი იქნება. პრეზიდენტ ლუკაშენკოს განცხადებით, ის მზადაა საქართველოში ჩამოვიდეს და დაიჩოქოს, ოღონდ კი ქვეყანა კავშირში დაბრუნდეს. ამავე დროს, ლუკაშენკომ ვარაუდი გამოთქვა, რომ ამ შეთავაზებაზე ივანიშვილის ადგილას სააკაშვილი დათანხმდებოდა.

 

გამოქვეყნდა

www.timer.ge