3e883cee-80c7-4c01-82fe-dd7763d1cf52
cooltext209862574333554
1920x1080-white-solid-color-background

აქციის პარალელურად დღეს ბორჯომში ქალთა ოთახიც გაიხსნა

1920x1080-white-solid-color-background
0b242dd5a6f3b60d9c07a5d96a2bc449_xl

“ქალზე ძალადობა დანაშაულია შეაჩერე“ - დღეს ქვეყნის მასშტაბით გამართულ აქციას ბორჯომიც შეუერთდა.   ქალთა მიმართ ძალადობა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებმა გააპროტესტეს.   დღესვე ბორჯომში, არასამთავრობო ორგანიზაციების “კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN) და “მერსი ქორფსის“ (MC) ურთიერთპარტნიორობის და “USAID“-ის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში “ქალთა ოთახიც“ გაიხსნა, რომლის მიზანიც ქალაქსა და სოფლად მცხოვრები ქალების გააქტიურება და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მათი ჩართვაა.