ისტორია

კავკასიის რეგიონში, კონფლიქტების გადაჭრის დამოუკიდებელი ცენტრის დაარსების პროექტი თავდაპირველად შემოთავაზებულ იქნა დოქ. გიორგი ხუციშვილის მიერ 1989 წელს, თუმცა იმ პერიოდში, კონფლიქტების კვლევის ცენტრის, როგორც ახლად დაარსებული ადამიანის უფლებათა და საქართველოს ეთქნიკური ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტის გახსნამდე, 1992 წლამდე, მოღვაწეობდა მხოლოდ მეცნიერთა არაფორმალური ჯგუფი. ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ეთნიკურობა და ევროპული უსაფრთხოების საერთაშორისო პროექტში, რომელიც საერთაშორისო კვლევების ცენტრის მიერ იყო კოორდინირებული ქუინსის უნივერსიტეტში, კინგსტონში. 1993-94 წლებში დოქ. გიორგი ხუციშვილმა მოიპოვა IREX/Carnegie-ის საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევიების პროგრამის სტიპენდია საერთაშორისო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის ცენტრში (ამჟამად საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ცენტრი) სტენფორდის უნივერსიტეტში.

CISAC-ის სტიპენდია გაგრძელებული იქნა სრულ აკადემიურ წლამდე რისთვისაც დიდი მადლობა პირადი შემოწირულობისათვის ბატონ David Packard-ს ამავე პერიოდში, დოქ. S. Neil Macfarlane-ს ქუინის უნივერსიტეტი, დოქ. David Holloway -ს CISAC-დან და Dr. Raymond Shonholtz-ს დემოკრატიული ცვლილებების პარტნიორებს, რომლებმაც უბიძგეს ბ-ნ ხუციშვილს განაცხადი შეეტანა John D და Catherine T. MacArthur-ის ფონდში დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციის - კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო ცენტრის - საქართველოში დაარსების თაობაზე. დამფუძნებელი ასამბლეა შეიკრიბა თბილისში, 1994 წლის 8 აგვისტოს, სადაც ანონიმურად (სულ 63 ხელმოწერით) მხარი დაუჭირეს ICCN-ის დაარსებას. დოქ. ხუციშვილს მიენიჭა ICCN-ის დამაარსებლის წოდება. 1994 წლის 3 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ICCN-ი დარეგისტრირდა როგორც არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაცია (მოწმობა#1755).

ICCN-ს საქართველოს კანონმდებლობით მიენიჭა საერთაშორისო ორგანიზაციის სტატუსი, რადგან სტენფორდის უნივერსიტეტის CISAC (სტიპენდია) ICCN-ის დაფუძნებიდან ერთი წლის შემდეგ ემსახურებოდა, პროექტის იმპლემენტაციას. მას შემდეგ ICCN-ი ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ მოიჯარედ. ICCN-ის მიერ განხორციელებული აქტივობები ვრცელდება კავკასიის რეგიონზე, განსაკუთრებული ყურადღება კი ეთმობა საქართველოში მიმდინარე სიტუაციას, თუმცა ამავდროულად მონაწილეობს ფართო ქსელში და საერთაშორისო პროექტებში.

ICCN-ი თანადამფუძნებელია საერთაშორისო საზოგადოებებისა და ცენტრების, მაგ. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, რომელიც მდებარეობს საქართველოში, თბილისში. ასევე არასამთავრობოთა ფორუმი მშვიდობისა და არაძალადობისათვის კავკასიაში; კავკასიელ ქალთა კვლევისა და კონსულტაციის ქსელის (CWN)-ს და ა.შ. 1996 წლიდან ICCN-ი იყო საორგანიზაციო კომიტეტი დსთ -ს კონფერენციის იძულებითი მიგრაციის (ე.წ. CISCONF ან ჟენევის პროცესი ) წევრი, რომლსიც ფინანსდებოდა UNHCR-ის, IOM და OSCE-ს მიერ. 1998 წლიდან ICCN-ი IANSA-ს (საერთაშორისო სამოქმედო ქსელი მცირე შეიარაღების თაობაზე) წევრია რომელიც ასევე გაერთიანებულია ინტერკულტურულ აქტივობებში (ჰოლანდია). 2000 წლიდან აღნიშნული ორგანიზაცია მშვიდობისა და განვითარების გავრცელებისა (Dr mult Johan Galtung, Director) და კონფლიქტებისა და ტრანსფორმაციის ევროპული პლატფორმის წევრია (ჰოლანდია). 2001 წელს, ICCN-ი ასევე გახდა ძალადობის წინააღმდეგ ქართული კოალიციის თანადამფუძნებელი. 2003 წლის თებერვალში, ICCN-ის დირექტორის ინიციატივით შეიქმნა საქართველოში რელიგიური არატოლერანტობის საწინააღმდეგოდ მიმართლი მოძრაობა.

2009-2012 წლებში, ICCN-ის მიერ განხორციელებული აქტივობები მიმართულია ერთადერთი მიზნისაკენ: ხელი შეუწყოს ქართული საზოგადოების გარდაქმნას თანდათან გახდეს ლიბერალური და არა-ძალადობრივი, რაც მრავალფერობნების პატივისცემას გულისხმობს.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

24+ მშვიდობის მშენებლობაში

24+ in peacebuilding

24+ в миростроительстве