კონფლიქტების თავიდან აცილება

მშვიდობის მშენებლობა

მშვიდობის მშენებლობა რთული პროცესია. მეცნიერების ეს დარგი ეყრდნობა კონფლიქტის მოგვარების იმ ძირითად პრინციპს, რომლის მიხედვით ორი დაპირისპირებული ადამიანი, ჯგუფი თუ ერი, ერთმანეთს უნდა შეურიგდეს, რათა მოხდეს მომავალი შესაძლო კონფლიქტებისა და ომების თავიდან აცილება და წარსულის შეცდომები აღარ განმეორდეს; ომი წარუმატებელი მოლაპარაკებების შედეგია. ერთი მხრივ, ომები ჩვენი თაობების სინამდვილეა, მეორე მხრივ, ვიცით, რომ წარმატებული მოლაპარაკება შესაძლებელია.

ეს დარგი სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს: მშვიდობის მშენებლობის საფუძვლები, კონფლიქტების აცილება-მოგვარება, შერიგების ფილოსოფია, მედიაცია, ადამიანის უფლებები და თანასწორობა, ძალადობის ალტერნატივები, სამოქალაქო საზოგადოების როლი, განათლება მშვიდობის მშენებლობისთვის, მშვიდობის მშენებლობის კულტურა, გენდერული ბალანსის მნიშვნელობა, უსფრთხოებისა და განიარაღების საკითხები, რელიგიებისა და ეთნიკურობის როლის შესწავლა კონფლიქტში და სხვა. აქედან გამომდინარე, საჭიროა ამ მიმართულებების ერთიანი ამუშავება იმისათვის, რათა დაიწყოს მშვიდობის მშენებლობის პროცესი მთელ ქვეყანაში. მშვიდობის მშენებლობის არსს კარგად ასახავს შემდეგი იდეა: არ არსებობს მშვიდობა შერიგების გარეშე, არ არსებობს შერიგება დიალოგის გარეშე; დიალოგი კი ერთიმეორის აზრის აღიარებაა.

ICCN/GPPAC სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების პრევენციის ქსელი

GPPAC საქმიანობის ჩამონათვალი, 2017 წელი:

  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მრგვალი მაგიდა - ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა და კონფლიქტების პრევენცია სამხრეთ კავკასიაში, თბილისი, 15 მარტი 2017
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თემატური შეხვედრა - კონფლიქტების პრევენცია სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური კავშირების ახალი გადანაწილების პირობებში, თბილისი, 2017 წ. 10 აპრილი
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თემატური შეხვედრა - კონფლიქტების პრევენცია სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური კავშირების ახალი გადანაწილების პირობებში, ერევანი, 2017 წ. 12 აპრილი
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დიალოგი ეკონომიკურ ურთერთკავშირებსა და კონფლიქტების პრევენციაზე, , ერევანი,. 27-28 მაისი, 2017 წ
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დიალოგი - კონფლიქტების პრევენცია სამხრეთ კავკასიაში კონკურენტი ინტეგრაციული პროექტების პირობებში, გამოწვევები, პერსპექტივები და შესაძლებლობები, 2017 წ. 4-6 ივლისი,თბილისი
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დიალოგი - კონფლიქტების პრევენცია ეკონომიკურ ურთერთკავშირების მეშვეობით, ერევანი, 2-3 სექტემბერი, 2017 წ
  • ქართულ-სომხური მედია დისკუსია - კონფლიქტების პრევენცია ეკონომიკური თანამშრომლობისა და ურთერთდაკავშირების მეშვეობით, თბილისი, 23-25 სექტემბერი, 2017 წ
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დიალოგი - კონფლიქტების პრევენცია ეკონომიკური თანამშრომლობისა და ურთერთდაკავშირების მეშვეობით, თბილისი, 28-29 ოქტომბერი, 2017 წ
  • ICCN-GPPAC რეგიონული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა - დიალოგიდან პოლიტიკამდე, სტამბოლი, 3-5 ნოემბერი, 2017
  • ქართულ-სომხური მედია დისკუსია - სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების პრევენცია სამშვიდობო ჟურნალისტიკის მეშვეობით, თბილისი, 25-26 ნოემბერი, 2017 წ

სამხრეთ კავკასიის მედიატორი ქალების ქსელი (NSCWM)

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

24+ მშვიდობის მშენებლობაში

24+ in peacebuilding

24+ в миростроительстве