კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

საგრანტო პროგრამა სამცხე-ჯავახეთის სკოლების მოსწავლეებისათვის - რას წერენ ჩვენზე

5 მარტი, 2015 წელი

განათლების, კარიერისა და შესაძლებლობების განვითარების ფონდი, აცხადებს საგრანტო პროგრამას სამცხე–ჯავახეთის სკოლების მოსწავლეებისთვის.

განათლების, კარიერისა და შესაძლებლობების განვითარების ფონდი შექმნილია “ჰორიზონტის გაფართოება: გაუმჯობესებული არჩევანი ქალთა და გოგონათა პროფესიული და ეკონომიკური გაძლიერებისთვის” პროგრამის ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN) მერსი კორფსთან პარტნიორობით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამცხე-ჯავახეთის ნებისმიერი მუნიციპალიტეტის 15-დან 18 წლის ჩათვლით სკოლის მოსწავლეს, ან მოსწავლეთა ჯგუფს (3-5 წევრისგან შემდგარი ჯგუფი), რომელთაც აქვთ მაღალი მოტივაცია.
გრანტის ოდენობა განსაზღვრულია 50-დან 250-მდე დოლარის ექვივალენტი ლარში, რომლის მიღებაც შესაძლებელია სამი მიმართულებით.
საგანმანათლებლო – მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა ცოდნის გასაღრმავებლად მიიღონ გრანტი სხვადასხვა სემინარში, ტრეინინგიში, საგანმანათლებლო პროექტსა თუ სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად.
უნარების გაძლიერება – საგრანტო პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსების მიღება უნარების გაძლიერების კუთხით. კერძოდ საბუნებისმეტყველო საგნების, უცხო ენების, კომპიუტერული პროგრამების, ხელობასა და ხელოვნების დარგში. ასევე, შესაძლებელია გრანტის მიღება სასკოლო, საგანმანათლებლო, სპორტული, ხელობასა და ხელოვნების დარგში საჭირო ინვენტარის შესაძენად.
საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის სამგზავრო ხარჯები – საგრანტო პროგრამა მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ გრანტი სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის სამგზავრო ხარჯების ასანაზღაურებლად საქართველოს ფარგლებში.
საგრანტო პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია: შევსებული საგრანტო აპლიკაციის ფორმის ფონდის ელექტრონულ მისამართზე წარდგენა მითითებულ ვადებში.
ინდივიდუალური და ჯგუფური საგრანტო სააპლიკაციო ფორმა ჩამოტვირთეთ.
შევსებული საგრანტი აპლიკაციის ფორმა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: funds@iccn.ge.
საგრანტო აპლიკაციების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2015 წლის 31 მარტი 18:00 საათი.
საგრანტო აპლიკაციის ფორმის შევსებისას გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
1. საგრანტო აპლიკაციის ფორმა უნდა იყოს სრულყოფილად შევსებული;
2. მოსწავლეს შეუძლია, მოითხოვოს გრანტი ერთზე მეტი მიმართულებით, თუმცა ფონდის მიერ ერთ მოსწავლეზე გრანტის სახით გაცემული ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 250 დოლარის ექვივალენტს ლარში.
3. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არ მიიღება ერთი და იმავე მოსწავლის მიერ ერთდროულად ჯგუფური და ინდივიდუალური შევსებული საგრანტო აპლიკაციის ფორმა. მოსწავლისთვის საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ ინდივიდუალურად, ან მხოლოდ ჯგუფთან ერთად.

იხილეთ მეტი.