ახალგაზრდობის ჩართულობა კონფლიქტის პრევენციასა და ნდობის აღდგენაში
6 მაისს, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა, შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციის გლობალური პარტნიორობის (GPPAC) პროექტის ფარგლებში მორიგი თემატური შეხვედრა გამართა ილიაუნის სტუდენტთა ისტორიის კლუბის წევრებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა კონფლიქტის პრევენციის და ნდობის აღდგენის პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობის შესაძლო გზები COVID-19 პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ფონზე. ერთ ერთ შესაძლო გზად დასახელდა კონფლიქტის ზონაში ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მცხოვრებ თანატოლებთან შეხვედრა, ასევე საქართველოში მომხდარი კონფლიქტების ისტორიულ ფესვებზე კაბინეტური კვლევის გაგრძელება და ამ თემაზე მრგვალი მაგიდის შეხვედრის ორგანიზება დაინტერესებულ ახალგაზრდებთან და სხვადასხვა ინსტიტუციასთან.