ქალთა მონაწილეობა, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - რას წერენ ჩვენზე
5 მარტი, 2018 წელი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
ძალაში შესვლის თარიღი | 05/03/2018 |
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
"ჟ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის სახელით გენდერული თანასწორობის დანერგვის მიზნით უზრუნველყოფს რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება/მიწოდებას.
რ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის სახელით უზრუნველყოფს „ICCN“-ის მიერ მოწოდებული გენდერული თანასწორობისა და მმართველობის პრინციპების პრაქტიკული სახელმძღვანელოს ქალაქის რწმუნებულების და მუნიციპალური სამსახურებისთვის მიწოდებას რეგულარული გამოყენებისათვის.
ს) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის სახელით შეიმუშავებს გენდერული აქტივობების სამუშაო გეგმას გენდერული თანასწორობის პრაქტიკული სახელმძღვანელოს ინსტიტუციონა-ლიზაციისთვის, რაც ხელს შეუწყობს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების გაძლიერებას".