კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

ანგარიშები კონფლიქტებზე საქართველოში

კონფლიქტებთან და მათ შედეგებთან დაკავშირებული ვალდებულებებისა და პირობების შეფასებები.

კონსოლიდირებული ანგარიშები საქართველოს კონფლიქტზე - ევროპის საბჭო (CoE)

აპრილი-სექტემბერი, 2023 - კონფლიქტი საქართველოში, კონსოლიდირებული ანგარიში (N 28).

ნოემბერი, 2022 - მარტი, 2023 - კონფლიქტი საქართველოში, კონსოლიდირებული ანგარიში (#27)

აპრილი-ოქტომბერი, 2022 - კონფლიქტი საქართველოში, კონსოლიდირებული ანგარიში (N 26).

ოქტომბერი, 2021 - მარტი, 2022 - კონფლიქტი საქართველოში, კონსოლიდირებული ანგარიში (N 25).

აპრილი-სექტემბერი, 2021 - კონფლიქტი საქართველოში, კონსოლიდირებული ანგარიში (N 24).

ოქტომბერი, 2020 - მარტი, 2021 - კონფლიქტი საქართველოში, კონსოლიდირებული ანგარიში (N 23).

აპრილი-სექტემბერი, 2020 - კონფლიქტი საქართველოში, კონსოლიდირებული ანგარიში (N 22).

ოქტომბერი, 2019 - მარტი, 2020 - კონფლიქტი საქართველოში, კონსოლიდირებული ანგარიში (N 21).

აპრილი - სექტემბერი, 2019 - კონფლიქტი საქართველოში, კონსოლიდირებული ანგარიში (N 20).

ოქტომბერი, 2018 - მარტი, 2019 - კონფლიქტი საქართველოში, კონსოლიდირებული ანგარიში (N19).

აპრილი - სექტემბერი, 2018 - კონფლიქტი საქართველოში, კონსოლიდირებული ანგარიში (N18).

ოქტომბერი, 2017 - მარტი, 2018 - კონფლიქტი საქართველოში, კონსოლიდირებული ანგარიში (N17).

აპრილი - სექტემბერი, 2017 - კონფლიქტი საქართველოში, კონსოლიდირებული ანგარიში (N16).

ოქტომბერი, 2016 - მარტი, 2017 - კონფლიქტი საქართველოში, კონსოლიდირებული ანგარიში (N15).

აპრილი - სექტემბერი, 2016 - კონფლიქტი საქართველოში, კონსოლიდირებული ანგარიში (N14).

ოქტომბერი, 2015 - მარტი, 2016 - კონფლიქტი საქართველოში, კონსოლიდირებული ანგარიში (N13).

აპრილი - სექტემბერი, 2015 - კონფლიქტი საქართველოში, კონსოლიდირებული ანგარიში (N12).

ნოემბერი, 2014 - მარტი, 2015 - კონფლიქტი საქართველოში, კონსოლიდირებული ანგარიში (N11).

აპრილი - ოქტომბერი, 2014 - კონფლიქტი საქართველოში, კონსოლიდირებული ანგარიში (N10).

ოქტომბერი, 2013 - მარტი, 2014 - კონფლიქტი საქართველოში, კონსოლიდირებული ანგარიში (N 9).

აპრილი - სექტემბერი, 2013 - კონფლიქტი საქართველოში, კონსოლიდირებული ანგარიში (N 8).

ოქტომბერი, 2012 - მარტი, 2013 - კონფლიქტი საქართველოში, კონსოლიდირებული ანგარიში (N 7).

აპრილი - სექტემბერი, 2012 - კონფლიქტი საქართველოში, კონსოლიდირებული ანგარიში (N 6).

ოქტომბერი, 2011 - მარტი, 2012 - კონფლიქტი საქართველოში, კონსოლიდირებული ანგარიში (N 5).

აპრილი - ოქტომბერი, 2011 - კონფლიქტი საქართველოში, კონსოლიდირებული ანგარიში (N 4).

ოქტომბერი, 2010 - მარტი, 2011 - კონფლიქტი საქართველოში, კონსოლიდირებული ანგარიში (N 3).

აპრილი - სექტემბერი, 2010 - კონფლიქტი საქართველოში, კონსოლიდირებული ანგარიში (N 2).

ოქტომბერი, 2009 - მარტი, 2010 - კონფლიქტი საქართველოში, კონსოლიდირებული ანგარიში (N 1).

დამოუკიდებელი საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისია (IIFFMCG) - ევროკავშირის საბჭო (Council of European Union)

2009 წლის სექტემბერი - ანგარიში, საქართველოს კონფლიქტის ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისია (Independent International Fact-Finding Mission on the Conflict in Georgia (IIFFMCG)). ("ტალიავინის ანგარიში")

ანგარიშის I ტომი: ქართული, PDF ინგლისური PDF

ანგარიშის II ტომი: ქართული, PDF ინგლისური PDF

ანგარიშის III ტომი: ქართული, PDF ინგლისური PDF

(ანგარიშის I ტომი ითარგმნა 2009 წელს "ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის" დაკვეთით. ანგარიშის II და III ტომები ითარგმნა 2013 წელს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაკვეთით.)

ფაქტების დამდგენი მისიების ანგარიშები - გაერო (UN)

2007 წელი, მარტი - ფაქტების შემსწავლელი ჯგუფის ანგარიში 2007 წლის 11 მარტს ზემო კოდორის ხეობაში რაკეტის გასროლის ინციდენტის შესახებ.

2003 წელი, 30 ნოემბერი - 17 დეკემბერი - გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელობით მიზანშეწონილობის მისია აფხაზეთში, საქართველო განხორციელდა. მისიის მიზანი იყო დაბრუნებული მოსახლეობისა და ადგილობრივი თემების მდგრადი აღდგენის პროცესის მიზანშეწონილობის შეფასება. მისიამ განიხილა სარეაბილიტაციო საკითხები, რომლებიც საკვანძოა ადგილობრივი მოსახლეობის მდგრადობისთვის და, დაბრუნებული დევნილებისთვის, გალის რაიონის ყოფილ საზღვრებში (ანუ დღევანდელი გალის რაიონი და დღევანდელი ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონები). ასევე, კონკრეტულად ადგილობრივი მოსახლეობის რეაბილიტაციის კუთხით, მისიამ მთლიანად განიხილა დღევანდელი ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონები.

მისიას შემდეგი მიზნები ჰქონდა: პრიორიტეტული ვარიანტების შემუშავება შესაბამისი პროგრამული განხორციელების ვადებით, ხარჯებით, რაც იქნებოდა; ადგილობრივი მოსახლეობის სარეაბილიტაციო საჭიროებების შეფასება, მათ შორის ეკონომიკური რეაბილიტაცია; ერთობლივი რეაბილიტაციის/დაბრუნების პროგრამისთვის დაუყოვნებელი სარეაბილიტაციო საჭიროებების განსაზღვრა, აგრეთვე შემდგომი ქმედებები, რომლებიც საჭიროა ძირითადი სარეაბილიტაციო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და დევნილთა დაბრუნების მდგრადობის უზრუნველსაყოფად; ასეთი ქმედებების პრიორიტეტები და მისიის შედეგების განხორციელების მოდალობები. მისიაში მონაწილეობდნენ UNOMIG, UNHCR, UNV, UNICEF და OCHA-ს წარმომადგენლები.

მისიამ რეკომენდაცია გაუწია ყოვლისმომცველი და ინტეგრირებული პროგრამის განხორციელებას სამ ეტაპად. პირველი, რომელიც დაუყოვნებლივ დაიწყება, იქნება წინასწარი ფაზა, რომელიც გადაწყვეტს დაუყოვნებლივ აღდგენის საჭიროებებს; მეორე ფაზა იქნება საბაზისო რეაბილიტაციის ფაზა, რომელიც გადავა გადაუდებელი საჭიროებების და მდგრადი აღდგენის პროცესში და დამოკიდებული იქნება სამშვიდობო პროცესის ადექვატურ პროგრესზე უსაფრთხოებისა და დაბრუნებაზე განსაკუთრებული აქცენტით; და აღდგენის საბოლოო ფაზა დააკმაყოფილებს აღდგენის შემდგომ საჭიროებებს, მიღებული გაკვეთილებისა და წინა ფაზების დროს განვითარებული ნდობის საფუძველზე. პროგრამირების ვარიანტები შემოთავაზებული იყო, როგორც დევნილთა დაბრუნებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის რეაბილიტაციისა და აღდგენისთვის.

მისიის ანგარიში 2004 წელს გამოქვეყნდა.

2002 წელი, ოქტომბერი-დეკემბერი - საქართველოში გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ეგიდით და ორი მხარის თანხმობით, გაერო-მ გალის რაიონში უსაფრთხოების შეფასების მისია (SAM) განახორციელა. SAM-ის მიზანი იყო გალის რაიონში უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესების გზებისა და საშუალებების განსაზღვრა გალის რაიონის 1992 წლის ადმინისტრაციულ საზღვრებში. SAM-მა რეკომენდაცია გაუწია სამართალდამცავი ორგანოების მომზადებას და აღჭურვას, სამართალდამცავ უწყებებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებას, მხარეებს შორის თანამშრომლობის მექანიზმების გაუმჯობესებას, ადამიანის უფლებების გაუმჯობესებას და ეკონომიკურ რეაბილიტაციას გალისა და ზუგდიდის რაიონებისთვის და შესაძლოა, მიმდებარე ტერიტორიებისთვისაც - ეკონომიკური პროგრამების/პროექტების მხარდაჭერით.

2000 წლის 20-24 ნოემბერი - გალის რაიონში ერთობლივი შეფასების მისია (JAM) კონფლიქტის მოგვარების მიზნით განხორციელდა, გაერო-ს ეგიდით ჟენევის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში აფხაზეთში, საქართველო. მისიამ შეაფასა გალის რაიონში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების პირობები, მათ შორის, ვინც უკვე დაბრუნდა. გათვალისწინებული იყო, რომ ეს ძალისხმევა ხელს შეუწყობს დაბრუნების პროცესის უფრო დიდ საერთაშორისო მხარდაჭერას და ხელს შეუწყობს რეგიონის საერთო სტაბილურობას.

JAM-ს ხელმძღვანელობდა გაერო, მისიაში მონაწილეობდა ეუთო-ს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი, ეუთო-ს ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისრის ოფისის (OSCE/HCNM), ევროპის საბჭო და ევროკომისია. ხოლო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (ICRC) და UNHCR-მა თავიანთი დამკვირვებლები გაგზავნეს.

2000 წელი, იანვარი - ფაქტების შემსწავლელი ერთობლივი ჯგუფი, შეიქმნა 2000 წლის 19 იანვარს.

ციტატა 1: "11. 2000 წლის 19 იანვარს შექმნილი ფაქტების შემსწავლელი ჯგუფი, რომელიც მოიცავს დსთ-ს სამშვიდობო ძალების, ასევე ქართული და აფხაზური მხარეების წარმომადგენლებს, რომელსაც ხელმძღვანელობს მთავარი სამხედრო დამკვირვებელი, შეხვედრებს განაგრძობს ყოველკვირეულად".

წყარო: https://undocs.org/S/2000/697

ციტატა 2: "14. ფაქტების შემსწავლელი მექანიზმმა, რომელიც მოიცავს ქართული და აფხაზური მხარეების წარმომადგენლებს, გაერო-ს UNOMIG და დამოუკიდებელი სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) კოლექტიური სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებს, განაგრძო მუშაობა დროებით საფუძველზე, მოსკოვის 1994 წლის 14 მაისის შეთანხმების დარღვევისა და სხვა ძალადობრივი ინციდენტების შესახებ კონფლიქტის ზონაში ფაქტების დაზუსტებისთვის”.

წყარო: https://undocs.org/en/S/2000/39

ციტატა 3: ”ფაქტების შემსწავლელი მისია გარდაიქმნა დევნილთა მდგომარეობის შემფასებელ ერთობლივი შემფასებელ მისიად..........”

წყარო: https://ifsh.de/file-CORE/documents/yearbook/english/01/Tagliavini.pdf

1998 წელი, თებერვალი-მარტი - გაერო-ს ხელმძღვანელობით საჭიროებების შეფასების მისია (NAM) აფხაზეთში, საქართველო.

გაერო-ს საჭიროებების შეფასების მისია აფხაზეთში განხორციელდა ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე III სამუშაო ჯგუფის ეგიდით. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეობს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი (SRSG) ბ-ნი ლივიუ ბოტა. ბ-ნი მარკო ბორსოტი, გაეროს მუდმივი და ჰუმანიტარული კოორდინატორი საქართველოში, თავმჯდომარეობს III სამუშაო ჯგუფს.

მისიის სამუშაო პირობები ითვალისწინებდა პირველადი წარმოებისა და სოციალური სექტორების პრიორიტეტული მოკლე და საშუალოვადიანი საჭიროებების იდენტიფიცირებას, აგრეთვე ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საპროექტო წინადადებების შემუშავებას.

მისია ჩატარდა ორ ეტაპად: 15-25 თებერვალს და 2-4 მარტს და მოიცავდა 24 ექსპერტს გაერო-ს განვითარების პროგრამის, UNICEF-ის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო სასურსათო პროგრამის, ნიდერლანდების მთავრობის, USAID, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და გერმანიის ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენლებს.

გაერო-მ (OCHA) შესთავაზა მხარდაჭერა მისიის ლოგისტიკისა და განრიგის მოწყობაში; UNHCR-ის საველე ექსპერტიზამ აფხაზეთში ხელი შეუწყო ჯგუფის ორიენტირებას; და UNOMIG-მა უზრუნველყო ლოგისტიკური მხარდაჭერა და ინფორმაცია უსაფრთხოების საკითხებზე. მისიამ ასევე გაიარა კონსულტაცია სხვა ორგანიზაციებთან, რომლებსაც აქვთ ოფისები აფხაზეთში, მათ შორის ICRC, Acción contra el Hambre, Halo Trust, Médecins sans Frontières-France, Premiere Urgence და UMCOR.

მისიამ მოიცვა 11 სექტორი: სოფლის მეურნეობა (კონკრეტულად ციტრუსოვანი კულტურები, ჩაი და ვეტერინარია), სამოქალაქო საზოგადოება, განაღმვითი სამუშაოები, განათლება, ენერგეტიკა, ჯანდაცვა, ჰუმანიტარული დახმარება, მუნიციპალური მომსახურება, საჯარო დაწესებულებები და საცხოვრებელი, ტრანსპორტი და წყალმომარაგება.

მისიის ანგარიში მოიცავს საპროექტო წინადადებებს.

1993 წელი, 22-30 ოქტომბერი - გენერალური მდივნის ფაქტების შემსწავლელი მისიის ანგარიში ადამიანის უფლებათა დარღვევების გამოძიების შესახებ, აფხაზეთში, საქართველო.

1992 წელი, 12-დან 20 სექტემბრამდე - მისი ეწვია აფხაზეთს, საქართველოს ხელმძღვანელობდა გაერო-ს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ბ-ნი გუსტავ ფეისელი.

1992, ოქტომბერი - გაერო-ს მისია, რომელსაც ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებების გენერალური მდივნის მოადგილე ბ-ნი ბლონკა.

ფაქტების დამდგენი მისიების ანგარიშები - ეუთო (OSCE)

2001 წელი, 12-15 ოქტომბერი - ეუთო-ს მუდმივმა საბჭომ სამხრეთ ოსეთში 18-კაციანი ფაქტების დამდგენი მისია გაგზავნა.

1992 წლის ოქტომბერი - CSCE (ეუთო) მისია, რომელსაც ხელმძღვანელობს ბ-ნი მისტერ დიარმატი.

1992 წელი, 25 – 30 ივლისი - CSCE (ეუთო)-ს ფაქტების დამდგენი მისია სამხრეთ ოსეთში გაიგზავნა.

1992 წელი, 17 - 22 მაისი - CSCE (ეუთო)-ს მომხსენებელთა მისია. მისიის გაგზავნა შეთანხმდა CSCE (ეუთო)-ს მინისტრთა საბჭოს პრაღის სხდომაზე 1992 წლის იანვაში.

არწარმოდგენილი ერებისა და ხალხების ორგანიზაცია (The Unrepresented Nations and Peoples Organization (UNPO))

1998 წელი, 31 მარტი - გაერო-ს საჭიროებების შემფასებელი მისია აფხაზეთში, საქართველო. გამოქვეყნებულია არწარმოდგენილი ერებისა და ხალხების ორგანიზაციის (UNPO) მიერ.

1992 წელი, დეკემბერი - არწარმოდგენილი ერებისა და ხალხების ორგანიზაციის კოორდინირებული ადამიანის უფლებათა მისიის ანგარიში.

1992 წელი, ნოემბერი - მისიის ანგარიში, არწარმოდგენილი ერებისა და ხალხების ორგანიზაცია (The Unrepresented Nations and Peoples Organization (UNPO)).

გვერდის ციტირებისას (APA სტილი) გამოიყენეთ:

ციხისთავი-ხუციშვილი, ნ. (რედ.). (2014). საქართველოს საისტორიო არქივი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის საქმეში. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN). ნახვის თარიღი: /თვე, რიცხვი, წელი/https://iccn.ge/index.php?article_id=416&clang=0

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"