სამართლებრივი დოკუმენტები დამოუკიდებლობის გზაზე

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებათა საერთაშორისო კვლევითი ცენტრი წარმოგიდგენთ სამართლებრივ დოკუმენტებს, რომლებიც მიღებულია დამოუკიდებლობის აღდგენის გზაზე.

1990 წელი, 9 მარტი - დადგენილება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო.

დადგენილებით 1921 წლის თებერვალში საქართველოში საბჭოთა ჯარების შემოყვანა და მთელი ტერიტორიის დაკავება წარმოადგენ სამხედრო ჩარევას (ინტერვენციას) და ოკუპაციას. განხორციელდა საქართველოს ფაქტობრივი ანექსია რუსეთის საბჭოთა სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკის მიერ.

დადგენილება უკანონოდ და ბათილად აცხადებს 1921 წლის 21 მაისის მუშურ-გლეხურ სამოკავშირეო ხელშეკრულებას საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და რუსეთის საბჭოთა სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკას შორის, 1922 წლის 12 მარტის სამოკავშირეო ხელშეკრულებას ამიერკავკასის საბჭოთა რესპუბლიკათა ფედერალური კავშირის შექმნის შესახებ.

წყარო: საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1990, # 3, გვ. 8-10.

1989 წელი, 20 ივნისი - დადგენილება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო.

დადგენილებით საქართველოს დამოკრატიულ რესპუბლიკასა და რუსეთის სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკას შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულების დარღვევის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების საკითხთა კომისია შეიქმნა.

წყარო: საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1989, # 6, გვ. 78-79.

1920 წელი - საქართველოს კონსტიტუციისთვის, პავლე საყვარელიძე (1882-1937), საკონსტიტუციო კომისიის წევრი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.

გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1920 წ. №№: 17, 20, 21, 24, 25, 26, 30, 32, 34, 36, 37, 41, 52, 55, 60, 68, 75.

1919 -1920 წლები - საქართველოს კონსტიტუციის პროექტი, გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წ. №№: 294, 295, 296 და 1920 წ. № 38.

1918 წელი, 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველი სხდომის ოქმი. ამიერკავკასიისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის დოკუმენტები და მასალები, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის ტიპოგრაფია, ტფლისი, 1919 წელი.

1801 წელი, 12 სექტემბერი - მანიფესტი ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების შესახებ, რუსეთის იმპერატორი, ალექსანდრე I. მანიფესტი სიონში შეკრებილ ქართველებს 1802 წლის 12 აპრილს წაუკითხეს. მანიფესტით რუსეთის იმპერიამ 1783 წელს გეორგიევსკში გაფორმებული მფარველობითი ტრაქტატის პირობები დაარღვია.

რუსეთის იმპერიამ ეტაპობრივად გააუქმა საქართველოს დანარჩენი სამეფო-სამთავროები:

1801 – რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება;

1810 – რუსეთის იმპერიის მიერ იმერეთის სამეფოს გაუქმება;

1811 – რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება;

1828 – რუსეთის იმპერიის მიერ გურიის სამთავროს გაუქმება;

1834 – რუსეთი იმპერიის მიერ სვანეთის სამთავროს დაქვემდებარება;

1858 – რუსეთი იმპერიის მიერ სვანეთის სამთავროს გაუქმება;

1864 – რუსეთის იმპერიის მიერ აფხაზეთის სამთავროს გაუქმება;

1867 – რუსეთის იმპერიის მიერ სამეგრელოს სამთავროს გაუქმება.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

27+ მშვიდობის მშენებლობაში

27+ in peacebuilding

27+ в миростроительстве