კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

ქართულ-სომხური დიალოგი - რას წერენ ჩვენზე

30 ოქტომბერი, 2017 წელი

რადიო ,,ფორტუნა”

"28-29 ოქტომბერს თბილისში ქართულ-სომხური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მორიგი დიალოგი გაიმართა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების პრევენციის საკითხებს მიეძღვნა.

მხარეებმა განიხილეს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართულობის ასპექტები პრობლემების თავიდან აცილების კუთხით იმ პირობებში, როდესაც კავკასიის რეგიონში ორი რადიკალურად განსხვავებული ეკონომიკური კავშირი ამოქმედდა. ერთი მხრივ, ევრაზიული ეკონომიკური კავშირი, მეორე მხრივ კი ევროპასთან ასოცირების ხელშეკრეულება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით. პირველი კავშირის წევრი სომხეთია, ხოლო მეორე ხელშეკრულების კი – საქართველო. შესაბამისად, შეხვედრაზე განიხილეს, თუ როგორ შეიძლება, მოხდეს ამ ორი ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების თანხვედრა და შესაძლებლობების გამოყენება, ფაქტობრივად, ორი კონკურენტი ეკონომიკური სისტემის მეზობლობის პირობებში.

ამ პროცესში ქართული და სომხური სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ უკვე შემუშავდა პოლიტიკის 5 დოკუმენტი, რომელიც ეხება ორი კონკურენტი ეკონომიკური გაერთიანების პირობებში პორბლემების თავიდან აცილების ინსტრუმენტებს.

აღნიშნულ შეხვედრაზე სწორედ პროექტის ფარგლებში ქართული და სომხური მხარეების მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტები განიხილეს და ქვეყნების მთავრობების მიმართ რეკომენდაციები შეიმუშავეს. აღინიშნა, რომ კონკურენცია შეიცავს გამოწვევებს, მაგრამ ამავე დროს შესაძლებლობებსაც, რომელთა გამოყენებაც შეუძლია ორივე მხარის ეკონომიკურ და ბიზნეს სტრუქტურებს.

პროექტი უკვე ერთი წელია, მიმდინარეობს და მის ფარგლებში უკვე მოეწყო სამოქალაქო ორგანიზაციების, ექსპერტებისა და მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტების შეხვედრა

პროექტს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს საერთაშორისო ქსელი – გლობალური პარტნიორობა შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციისათვის (Global Partnership for Prevention of Armed Conflicts www.gppac.net) და GPPAC -ს წევრი საქართველოში კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი. სომხეთში პროექტის პარტნიორია ჰელსინკის სომხეთის კომიტეტი. მომავალ წელს იგეგემება პროექტის გეოგრაფიული არეალის გაფართოება."

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"