ურთიერთობები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან
კავკასია შავ და კასპიის ზღვებს შორის მდებარე გეოგრაფიული რეგიონია, რომელიც, ძირითადად, აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის, (სამხრეთ კავკასია) და სამხრეთ რუსეთის (ჩრდილოეთ კავკასია) ტერიტორიას მოიცავს.
აქ მოტანილია რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობათა მოწესრიგების მიმართულებით.
თურქეთი და სომხეთი
2018 წელი, 1 მარტი - სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე, რომ ოქმები ბათილია.
”დისკუსიების შედეგად, პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას და ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ დაამტკიცა ოქმების გაუქმების პროცედურა, ოქმებზე ხელი 2009 წლის 10 ოქტომბერსაა მოწერილი”, - ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.
2010 წელი, 22 აპრილი - პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი აცხადებს ოქმების შეჩერების შესახებ. პრეზიდენტმა სატელევიზიო განცხადება გააკეთა სომხეთსა და თურქეთს შორის ნორმალიზაციის პროცესის შესახებ. პრეზიდენტმა თქვა, რომ თურქეთი არ არის მზად ნორმალიზაციისთვის, რომ წინაპირობები მიუღებელია და რომ ”სომხეთსა და თურქეთს შორის უშედეგო დიალოგის მცდელობა, როგორც თვითმიზანი” ასევე მიუღებელია.
2009 წელი, 10 ოქტომბერი - ციურიხის ოქმები, წარმოადგენს სომხეთისა და თურქეთის მიერ ხელმოწერილ ორ ორმხრივ ოქმს, რომელიც ითვალისწინებს ორი ქვეყნის - აჰმედ დავუთოღლუს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ედუარდ ნალბანდიანის, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის დაწყებას. ციურიხში ხელი მოეწერა ორ ოქმს, ცერემონიალს ესწრებოდნენ ასევე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჰავიერ სოლანა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
გვერდის ციტირებისას (APA სტილი) გამოიყენეთ:
ციხისთავი-ხუციშვილი, ნ. (რედ.). (2014). საქართველოს კონფლიქტების მოგვარების ინიციატივებისა და კონცეფციების არქივი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებათა საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN). ნახვის თარიღი /თვე, თარიღი, წელი/https://iccn.ge/index.php?article_id=399&clang=0