ახალგაზრდა ისტორიკოსები კონფლიქტებზე
ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია და მისი როლი საქართველოში კონფლიქტების წარმოშობისა და შენარჩუნების პროცესში
ავტორთა ჯგუფი, ილიაუნის ისტორიის სტუდენტური კლუბის წევრები:
ბ-ნი ზურაბ წურწუმია,
ბ-ნი გიორგი მენაფირე,
ქ-ნი ნინო ჩაჩანიძე,
ქ-ნი ნინო გაბაძე,
ბ-ნი გიორგი მძინარაშვილი.
***
წარმოდგენილი დოკუმენტი ეხმიანება ახალგაზრდულ პოლიტიკას, რომელიც ორგანიზაციამ გლობალური პარტნიორობა შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციისთვის (GPPAC) განახლებული სახით ახლახანს აამოქმედა. ახლგაზრდობის სამშვიდობო მიმართულებაში გააქტიურების ხელშეწყობა, აგრეთვე, წარმოადგენს GPPAC–ის კავკასიის დიალოგის 2020 პროგრამის ერთ – ერთ პრიორიტეტს - ახალგაზრდების უფრო მეტი ჩართულობა კონფლიქტის ანალიზსა და კვლევებში, ასევე კონფლიქტის პრევენციის ღონისძიებებში.
ICCN მიიჩნევს, რომ ეს მიდგომა ხელს უწყობს ახალგაზრდების უფრო მეტ წვდომას სამშვიდობო დიალოგის სივრცეში და კონფლიქტების პრევენციის ინიციატივათა ადვოკატირებაში.
ნაშრომი ასახავს ახალგაზრდების საჭიროებებსა და პრიორიტეტებს, მათ გეგმებს, აქტიური როლი ითამაშონ მშვიდობის მშენებლობასა და კონფლიქტების პრევენციაში, გაზარდონ თავიანთი ჩართულობა სამშვიდობო პროცესებში.