კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

მხოლოდ იდეები თუ რეალური სამშვიდობო ჟურნალისტიკა? - რას წერენ ჩვენზე

სამენოვანი მედია-პორტალი MEDIA.GE

17.10.2011

გასულ კვირაში, კონფლიქტების და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (iccn) ოფისში, ის ქართველი ჟურნალისტები შეიკრიბნენ, რომლებიც აფხაზ და ოს კოლეგებთან ერთად, ჩრდილოეთ კვიპროსში სამშვიდობო ჟურნალისტიკის სემინარებზე იმყოფებოდნენ. ზურაბ დვალმა (საზოგადოებრივი მაუწყებელი), ხვიჩა ვაშაყმაძემ (რადიო „იმედი“), დათო ლიკლიკაძემ (საზოგადოებრივი მაუწყებელი), ეკა ფხაკაძემ (ტელეიმედი), თეა თოფურიამ (iwpr), მამუკა ყუფარაძემ (სტუდია რე), და თქვენმა მონა–მორჩილმა (Media.Ge) კიდევ ერთხელ შევაფასეთ ქალაქ ფამაგუსტაში ჩატარებული ტრენინგ–სემინარი და ახალი იდეები გავუზიარეთ ერთმანეთს, იდეები რომელთა რეალიზება საშუალებას მოგვცემს აფხაზ და ოს კოლეგებთან მომავალი ერთობლივი პროექტების ფარგლებში თანამშრომლობას. იხილეთ მეტი.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"