კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

ქალთა სოციალური აქტივობა საქართველოში - ტრენინგი

ქალთა სოციალური აქტივობა საქართველოში - ტრენინგის დიზაინი და შინაარსი მომზადებულია კავკასიის ქალთა ქსელის მიერ 2003 წელს. ტრენინგები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა ჯერ OSCE/ODIHR, შემდეგ კი ურბანული ინსტიტუტის (აშშ) მხარდაჭერით.

კავკასიის ქალთა ქსელს (CWN) შესახებ:

1996 წელს კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა მხარი დაუჭირა ქალთა თანასწორობის საკითხების მეცნიერული შესწავლის საჭიროებას და 1997 წლის აგვისტოდან ინსტიტუციური მხარდაჭერა გაუწია ახლადშექმნილ ჯგუფს – ‘კავკასიის ქალთა ქსელს’ (CWN), რომელმაც ათი წელი იმუშავა ცენტრის ჭერქვეშ და შემდეგ დამოუკიდებელ ორგანიზაციად დარეგისტრირდა (2007 წ.).
კავკასიის ქალთა ქსელში გაერთიანებულმა ადამიანებმა მრავალი კვლევითი, საგანმანათლებლო და საკანონმდებლო ცვლილებათა მომზადების პროგრამებით მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი ქალთა თანასწორობისა და პოლიტიკური მონაწილეობის ზრდას ქვეყანაში, რათა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და ადამიანთა უსაფრთხოების მიმართულებით ქალთა და გოგონათა საჭიროებები ყოფილიყო გათვალისწინებული სახელემწიფო პოლიტიკის შექმნისა და განხორციელებისას.
კავკასიის ქალთა ქსელის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა რამოდენიმე კოალიციის, რეგიონული ქსელის, ლობირების დროებითი და სახელმწიფო სამუშაო ჯგუფების შექმნას და მნიშვნელოვანი საქმიანობით დადებითი გავლენა მოახდინა ქვეყნის დემოკრატიზაციის ვექტორზე.

დოკუმენტის ჩამოტვირთვა

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"