კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

საქართველოს დუმილი თანხმობის ნიშანია

ვაქვეყნებთ კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის განცხადებებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტისა და საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის მიმართ. განცხადებები დაეგზავნა, აგრეთვე, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელებს.

ცენტრის განცხადებების საფუძველი ბოლო წლების მანძილზე ჩატარებული კვლევა-ძიებაა, რომელიც განხორციელდა, რათა მოგვეპოვებინა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა 2008 წლის 6-პუნქტიანი სამშვიდობო ხელშეკრულების სრული დოკუმენტი, რადგან, იმთავითვე, ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ სააკაშვილისა და სარკოზის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი.

კვლევა-ძიების შედეგად მოპოვებული სრული დოკუმენტი ჩვენს ვებგვერდზე გამოვაქვეყნეთ და დავიწყეთ დისკუსიები, თუ რატომ აწერს დოკუმენტზე რუსეთი ხელს, როგორც შუამავალი და არა როგორც მხარე და რატომ დუმს საქართველო და საერთაშორისო საზოგადოება ამ ფაქტის გამო.

ცენტრის განცხადებები დაგზავნილია ადრესატებთან და, რიგ შემთხვევაში, მიღებულია გამოხმაურებაც, თუმცა, ეს საკითხი, თავისი მნიშვნელოვნების გამო, უნდა გახდეს საქართველოს პოლიტიკის დღის წესრიგის პრიორიტეტი.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"