კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

კავკასიის ქალ მედიატორთა ქსელის სამუშაო შეხვედრა

2020 წლის 2 მარტს კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა (ICCN) გამართა სამხრეთ კავკასიის ქალ მედიატორთა ქსელის საქართველოს წარმომადგენლობის სამუშაო შეხვედრა. სამუშაო შეხვედრა GPPAC-ს 2020 წლის კავკასიური პროგრამის ფარგლებში მოეწყო. შეხვედრაში მონაწილეობდა სამშვიდობო საკითხებზე მომუშავე 22 ორგანიზაციის წარმომადგენელი. შეხვედრის მიზანი იყო, ქსელის საქმიანობაში ქალთა ჩართულობისათვის ხელშეწყობა, სამშვიდობო და კონფლიქტის პრევენციის ინიციატივათა ადვოკატირების გაძლიერება, ასევე, ქსელის გაფართოება და მასში ახალი წევრების მოზიდვა. შეხვედრის შემდეგ 8 მონაწილემ მიმართა ქსელს გაწევრიანების განაცხადით.

შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იყო მონაწილეთა მიერ ICCN-ის წინადადების გაზიარება სამშვიდობო საკითხებთან დაკავშირებული 4 თემატური სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ. სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობით ქსელის წევრებს შეეძლებათ თავიანთი ექსპერტიზის გამოყენება მათი საქმიანობის პროფილიდან და სამშვიდობო გამოცდილებიდან გამომდინარე.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"